Aug21
0

SEO საფუძვლები #1

SEO საფუძვლები, ბლოგი Share this post

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, იგივე SEO(Search engine optimization) არის პროცესი, რომლის დახმარებით შესაძლებელია საიტის იმგვარი მოწყობა რომ მასზე საძიებო სისტემებიდან რაც შეიძლება მეტი მნახველი შევიდეს. იგი შესაძლებლობას იძლევა სრულიად უცხო და ახალი მნახველები შესძინოს საიტს იმისათვის რომ უკეთ გავეცნოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პრინციპებს მოდით გავიაზროთ თუ როგორ ეძებენ ადამიანები ინფორმაციას ინტერნეტში. დავუშვათ რომ ვიღაც საცხოვრებლად გადადის ძველ სახლში, სადაც საჭიროა კედლების შეღებვა, ადამიანმა შესაძლოა არ იცოდეს თუ რა არის საჭირო კედლის შესაღებად, ამიტომ დიდი ალბათობით საძიებო სისტემაში ჩაწერს “როგორ შევღებო კედელი?google-ის საძიებო სისტემა ყოველდღიურად 3 მილიარდ შეკითხვას ამუშავებს, ამიტომ აუცილებელია რომ შეკითხვის ავტორებს რაც შეიძლება სწორი პასუხები შესთავაზოს. იმისათვის რათა ეს მოხდეს საძიებო სისტემა აგზავნის ე.წ “ობობებს” რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას სხვადასხვა საიტების შესახებ და ცდილობენ დაადგინონ რის შესახებ არის საიტი. შემდგომ ხდება მათი დახარისხება და შეკითხვის ავტორს უჩვენებს იმ საიტებს რომელზეც დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ სწორი პასუხი იპოვოს. სწორედ ეს სია არის ის, რომელსაც ვხედავთ საძიებო სისტემის შედეგების გვერძე. პირველი რამოდენიმე ამ შედეგებიდან არის სარეკლამო ხასიათის, დანარჩენი 10 რომელიც პირველ გვერდზეა წარმოდგენილი არის საიტები რომელზეც თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე პასუხის არსებობის ყველაზე დიდი ალბათობა არსებობს. როგორც მარკეტინგის სპეციალისტისათვის ან ბიზნესმენისათვის თქვენი მიზანი უნდა იყოს რომ  თქვენი ვებ გვერდი მოხვდეს პირველ ათეულში, ვიყოთ გულახდილები, მაძიებლების უმეტესობა მხოლოდ პირველ რამოდენიმე საიტს ნახულობს. დადგენილია რომ ნახვების 60% პირველ 3 შედეგზე მოდის. მაშ როგორ უნდა მოვხვდეთ იქ ? სწორედ აქ არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ცოდნა საჭირო. თქვენ უნდა გაიაზროთ ვინ არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები, როგორ შეიძლება დაინტერესდნენ თქვენი საქმიანობით და უკვე  ამის შემდგომ უნდა დაიწყოთ  ვებ საიტის დამზადება.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია