მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე შემუშავებული გაქვთ ბიზნესი მოდელი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ წინა გაკვეთილზე, შესაძლებელია მოულოდნელად გაუთვალისწინებელი რისკები წარმოიშვას, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი ჩაშალონ. თუ გსურთ, რომ თქვენმა სტარტაპმა წარმატებას მიაღწიოს, უნდა გაითვალისწინოთ შესაძლო რისკების ფაქტორები და წინასწარ გადაწყვიტოთ თუ როგორ დაარეგულირებთ მათ.
- შეგიძლიათ ჩამოთვალოთ თქვენი ბიზნეს მოდელის მთავარი რისკები?
- თქვენი ბიზნეს მოდელის რომელი ნაწილებია ყველაზე მეტად რისკების საფრთხის ქვეშ?
- რამ შეიძლება გაანადგუროს თქვენი ბიზნესი?
შესაძლო რისკების განსაზღვრა
რისკების კლასიფიკაციის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ სტარტაპების უმრავლესობისთვის რაც უფრო მარტივია, მით უკეთესია. გაანალიზეთ ქვემოთ მოცემული თითოეული რისკების ჯგუფი და მოიფიქრეთ თუ რომელი რისკების წინაშე შეიძლება დადგეს თქვენი სტარტაპი.
- ბაზრის რისკები ეხება იმ საკითხს, არის თუ არა საკმარისი მოთხოვნა თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქციასა და დადგენილ ფასზე.
- კონკურენტული რისკები დაკავშირებულია იმ საკითხთან, თუ რა შეიძლება სხვებმა გააკეთონ, რომ თქვენი ბიზნესის წილი წაიღონ. გულუბრყვილოდ ნუ იფიქრებთ, რომ კონკურენტები არ გყავთ.
ტექნოლოგიური და საოპერაციო რისკები ჩვეულებრივ მოიცავს შესრულების ყველა ასპექტს. მაგალითად, შეუძლია თქვენს გუნდს შეიმუშავოს და შექმნას პროდუქტი ლიმიტირებული ბიუჯეტით? თქვენი მომწოდებლები საიმედონი იქნებიან? შეგიძლიათ ოპტიმიზირება გაუწიოთ თქვენს პროდუქტს? გექნებათ თუ არა ეფექტური მომხმარებელთა მხარდაჭერის ქსელი და ინფრასტრუქტურა?
- ფინანსური რისკების მარტივად აღწერა შესაძლებელია როგორც ფინანსური საშუალებების გარეშე. უამრავი სტარტაპი წარუმატებლობას განიცდის, რადგან ისინი თავიანთ ფინანსურ წარმატებას რისკის ქვეშ აყენებენ გარე დაფინანსების გამო.
- ადამიანთა რისკების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ნათელია, რომ ადამიანთა რისკები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ზოგჯერ სტარტაპების ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადი ელემენტია.
- ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები შეიძლება მოიცავდეს თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა შეზღუდვას, გადასახადებთან დაკავშირებულ სირთულეებს, იმის მიხედვით, იურიდიულ პირს თუ კორპორაციას წარმოადგენთ, და დარგის ნორმატიულ დოკუმენტაციას.
- სისტემური რისკები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ თქვენს სტარტაპს ან ნებისმიერ სხვა კომპანიას ბაზარზე, არამედ მთლიანად ბაზრების ეფექტურობას (მაგალითად, ეკონომიკური ვარდნა ან მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს იდეებს მოძველებულს ხდის).
ყველაზე მნიშვნელოვანი რისკების რეგულირება
იმის დასადგენად, თუ რომელია რისკების აღმოფხვრის საუკეთესო საშუალება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური რისკების კლასიფიკაციის სტრუქტურა. ყველა რისკს ორი განზომილება აქვს: წარმოქმნის ალბათობა და ზემოქმედების ძალა. ეს ორი განზომილება ქმნის ოთხ კვადრანტს, რომლებიც თავის მხრივ გთავაზობენ თუ როგორ მართოთ ეს რისკები. თითოეული თქვენს მიერ განსაზღვრული რისკისთვის გამოიყენეთ ერთი ჩანაწერი და მოათავსეთ ის ყველაზე შესაფერის კვადრანტში რისკის ალბათობისა და შედეგების მიხედვით.
როდესაც ფიქრობთ, რომ ყველა ძირითადი რისკი გაითვალისწინეთ, თქვენი ბიზნეს იდეა გაუზიარეთ თქვენს ყველაზე პესიმისტურად განწყობილ მეგობრებს და უფრო მეტი საპრობლემო საკითხის პოვნა სთხოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკის მოსმენა სასიამოვნო არ არის, მოდით ეს ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებად მივიჩნიოთ. მოუსმინეთ და ჩაინიშნეთ თუ არსებობს წარუმატებლობის რაიმე შესაძლო მიზეზი, რომელიც არ გაგითვალისწინებიათ. ჩაამატეთი ისინი თქვენს გეგმაში და დაარეგულირეთ იმ რისკების მენეჯმენტის მატრიცის მიხედვით, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც სახელმძღვანელო (მაგალითად, თუ თქვენ ხედავთ, რომ ალბათობა მცირეა, მაგრამ უზარმაზარი ზეგავლენა ექნება, მიზანშეწონოლი იქნებოდა, რომ წინასწარ მოგეფიქრებინათ თუ რას გააკეთებდით, თუ ამგვარი რისკი რეალურად წარმოიშობოდა – რა ზომებს მიიღებდით იმისათვის, რომ შეამციროთ უარყოფითი შედეგები).
ქვემოთ იხილეთ რისკების ცხრილი, რომელიც რისკების ჩასაწერად და დასარეგულირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მთავარი დასკვნა
ძალიან ნუ გაგიტაცებთ რისკების მენეჯმენტი, მაგრამ იმ რისკების განსაზღვრა, რომელთა წინაშე შეიძლება დადგეთ და თუ როგორ დაარეგულირებთ მათ, დაგეხმარებთ დაიცვათ თქვენი სტარტაპი წარუმატებლობისგან. აღნიშნული თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ინვესტორებს დაგეხმარებათ კომპლექსურად გააცნობიეროთ პოტენციური რისკები და თუ როგორ მზადყოფნაშია თქვენი სტარტაპი მათ დასარეგულირებლად. რაც უფრო კარგად მოამზადებთ ამ ნაწილს, მით უფრო მარტივი იქნება ინვესტორების და ბიზნეს პარტნიორების პოვნა.
შემდეგ გაკვეთილზე, ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ შეამოწმოთ თქვენი ვარაუდები და თქვენი სტარტაპის წარუმატებლობის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.