Jun19
0

შექმენით თქვენი კონტენტი

კონტენტ მარკეტინგი Share this post

თქვენ უკვე გაქვთ შედგენილი გეგმა და განსაზღვრული პრაქტიკული ზომები. დროა დავიწყოთ მაღალხარისხიანი, ფასეული კონტენტის შექმნა. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტი ძალიან ხმაურიანი ადგილია, ამიტომ თუ გსურთ სხვებისგან განსხვავებული იყოთ, ფოკუსირება მოახდინეთ რაღაც სასიამოვნოსა და საინტერესოზე. ამიტომ დღეს განვიხილოთ თუ რითი შეიძლება კონტენტი გახდეს განსხვავებული და ასევე განვიხილოთ რამდენიმე მისაბაძი საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკა. გაითვალისწინეთ ეს ყოველი ახალი კონტენტის შექმნის დროს და უკვე თქვენს კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ იქნებით:

1. იყავით ორიგინალური. Google-მა ნათლად მიგვანიშნა, რომ მათ არ მოწონთ და დააჯარიმებენ დუბლირებული კონტენტის მქონე გვერდებს. ამიტომ, თუ მას შეინარჩუნებთ როგორც ახალსა და ორიგინალურს, საძიებო სისტემები დაგეხმარებათ, რომ თქვენს გვერდს უფრო მეტი მნახველი ჰყავდეს.
2. იქონიეთ ძლიერი სათაური. კარგი სათაური ინტერესს იწვევს და იზიდავს მკითხველს. Copyblogger-ის თანახმად ადამიანთა 80% წაიკითხვას თქვენს სათაურს, მაგრამ მხოლოდ 20% წაიკითხავს თქვენი კონტენტის დანარჩენ ნაწილს. ამიტომ თქვენი სათაური ისევე მნიშვნელოვანია – თუ უფრო მეტად არა – როგორც თვითონ კონტენტი.
3. გახადეთ ის პრაქტიკული. მიეცით მკითხველს რჩევა ან რეკომენდაცია თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენს მიერ მიწოდებული ცოდნა, და ნათლად განსაზღვრეთ რა გსურთ რომ მათ გააკეთონ შემდეგში. ასეთ მიდგომას ეწოდება „მოქმედებისკენ მოწოდება“ (CTA- call-to-action) და ყოველთვის ჩართეთ ის. ეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, დაწყებული მეგობარზე გადამისამართებით, დამთავრებული თქვენი ვებ-გვერდის ვიზიტით ან პოსტის რეთვითით.
4. გაეცით პასუხები. ადამიანთა უმრავლესობა რაღაცის ძიებაშია, რადგან რაც მათ საბოლოოდ სურთ, ეს არის პასუხი, და ამ პასუხის მიწოდება საძიებო სისტემების საქმეა. ანალოგიურად, როდესაც ადამიანები კითხულობენ თქვენს ანალიტიკურ ოფიციალურ დოკუმენტებს (თეთრ წიგნებს), ათვალიერებენ ინფოგრაფიკას ან უყურებენ ვიდეოს – მათ სურთ ცოდნის მიღება ისე, რომ პასუხი მიიღონ ადრე მათთვის უცნობ საკითხებზე.
5. შეუდექით საქმეს. ადამიანებს სურთ პასუხების არა მხოლოდ მიღება, არამედ სწრაფად მიღება. გახადეთ თქვენი კონტენტი მარტივად ასათვისებელი (როგორც Highbrow-ს შემთხვევაში) ისე, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ სწრაფად შეარჩიონ საინტერესო, მნიშვნელოვანი დეტალები. ამოიღეთ არაფრის მომცემი ინფორმაცია და ნუ გაამხვილებთ ყურადღებას სიტყვათა რაოდენობაზე. ზოგიერთი თემის ასაღწერად 2000 სიტყვაა საჭირო, ზოგიერთისთვის კი 200 – და ეს ნორმალურია. უფრო გრძელი ბლოგ-პოსტი ან ვიდეო არ ნიშნავს, რომ ის უკეთესია.
6. დაამატეთ ვიზუალური მაჩვენებლები. ადამიანები სხვადასხვაგვარად შეისწავლიან და სხვადასხვა უპირატესობას ანიჭებენ იმას, თუ როგორ ითვისებენ რაიმე სიახლეს. ასევე სიმართლეა, რომ ვიზუალური საშუალებების მეშვეობით უფრო მეტის გაგებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, თუ რას იყენებთ თქვენ ფოტოს, ვიდეოს თუ ეკრანის სურათს (სკრინშოტს), ისინი დაგეხმარებათ თქვენი აზრის გამოხატვაში. ნებისმიერი წერილობითი კონტენტის შექმნის დროს დაამატეთ სურათები, მაგრამ მხოლოდ ისინი, რომლებიც გეხმარებათ ან სარგებელი მოაქვთ და არა მკითხველის ყურადღებას ფანტავს. შორს დაიჭირეთ თავი ნებისმიერი ცუდი ხარისხის ფოტოსურათების ფონდიდან! ხარისხიანი უფასო სურათები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდების შემდეგ სიაში.
7. ისაუბრეთ მათ ენაზე. გაიგეთ როგორ ფიქრობს და საუბრობს თქვენი აუდიტორია და ისაუბრეთ მათ ენაზე. თავი აარიდეთ ჟარგონულ და ტექნიკურ ტერმინებს თუ მათი ცოდნა თქვენს სფეროში შეზღუდულია. გამოიყენეთ პიროვნებისადმი უშუალო მიმართვის სტილი იმისათვის, რომ თქვენს აუდიტორიას მიახვედროთ და ნამდვილი კავშირი გქონდეთ მათთან. აღნიშნული ასევე დაგეხმარებათ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში (SEO), რადგან თქვენ იმავე ენას გამოიყენებთ, რომელსაც თქვენი აუდიტორია იყენებს რაიმე საკითხზე პასუხის ძიების დროს.
8. იყავით თანმიმდევრული. აღნიშნული მოიცავს თქვენს პროექტს, საუბრის სტილს, თქვენს ყველაფერს. გაფორმების სტილის სახელმძღვანელოების დაცვა როგორც საუბრის, ასევე პროექტის შემთხვევაში, დაეხმარება ადამიანებს გაიგონ და მიხვდნენ თუ რისი თქმა გსურთ. ეს ძირითადი ფაქტორია ძლიერი ბრენდის შექმნისათვის და დაგეხმარებათ
თქვენი გავლენისა და მკითხველების თქვენდამი ნდობის განვითარებაში, რადგან მათ იციან რას ელოდონ თქვენგან.
თუ გსურთ ამობეჭდეთ ეს ან შეინახეთ თვალში საცემ ადგილზე როგორც შემახსენებელი ნებისმიერი ახალი კონტენტის შექმნის დროს, თითქმის ისევე, როგორც საკონტროლო სია. შემდეგ, როდესაც უკვე შექმნით თქვენს კონტენტს და დარწმუნდებით, რომ ყველა ზემოხსენებული პრინციპი გამოყენებული გაქვთ, საჭიროა სტიმულირება გაუწიოთ მას, რასაც ჩვენ ხვალ განვიხილავთ.

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია