მაშ ასე, ეს ბოლო ათი დღე ნამდვილად შეუმჩნევლად გავიდა! ამ დრომდე თქვენ დამწყები იყავით, ახლა კი მარკეტინგის ექსპერტი ხართ, რომლის სერტიფიცირებაა შესაძლებელი. მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ უამრავი რამ ისწავლეთ.
რა არის შემდეგი ნაბიჯი? მოდით ჯერ რამდენიმე ძირითად პრინციპს გადავხედოთ, შემდეგ კი უმჯობესია თუ ამ ახალ მეთოდებს პრაქტიკაში გამოიყენებთ.
წარმატების გასაღები
მარკეტინგში წარმატების გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ გარეთ გამოხვიდეთ, თავად სცადოთ რაღაც ახალი, თქვენი შეცდომებიდან ისწავლოთ და უბრალოდ განვითარება გააგრძელოთ.
აუცილებლად დარეგისტრირდით ისეთ წამყვან სოციალურ ქსელებზე, როგორიცაა Twitter და Facebook, ასევე ნებისმიერ სხვა ქსელზე, რომელიც თქვენს კონკრეტულ ბიზნესს უფრო შეესაბამება.
რეკლამირება დაიწყეთ Google და Facebook-ზე, შესაძლოა Adroll-ზე, და გაიგეთ თუ საიდან მოდიან თქვენთან დაწკაპუნების შედეგად.
სამიზნე გვერდები შექმენით, ბლოგის წარმოება დაიწყეთ და რამდენიმე ელ. წერილი დააგზავნეთ. მონაცემები საფუძვლიანად შეისწავლეთ, გაიგეთ თუ რა მუშაობს და გაუმჯობესების მიზნით A/B ტესტირება გამოიყენეთ.
რაღაც საინტერესო მოიფიქრეთ, მისგან ისტორია ან ღონისძიება შექმენით და პრესა მოიზიდეთ.
უბრალოდ გააგრძელეთ ბეჯითად მუშაობა, თქვენი ენერგია და წარმოსახვა სრულად გამოიყენეთ, და საბოლოოდ გაიგებთ თუ რა მუშაობს თქვენთვის ყველაზე უკეთ იმ მიზნით, რომ შემდეგ ორმაგი ძალისხმევა მიმართოთ. თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება კარგია, თქვენ იპოვით გზას, რომ მარკეტინგის მეშვეობით ინფორმაცია გაავრცელოთ მის შესახებ და შემდეგ წარმატება თქვენს ხელთ იქნება. მანამ, სანამ მცდელობას და განვითარებას გააგრძელებთ, ერთადერთი რაც შეგაჩერებთ – მცდელობის და ძალისხმევის არარსებობაა. ამიტომ თავი მაღლა გეჭიროთ და სანამ ამის შესახებ გეცოდინებათ წარმატებისთვის უკვე მიღწეული გექნებათ!