Jul14
0

შეადგინეთ თქვენი ბიზნეს მოდელი ერთ გვერდზე

შექმენი შენი სტარტაპი Share this post

არსებობს უამრავი შთამბეჭდავი ისტორია სტარტაპ დამფუძნებლების შესახებ, რომლებიც რთული პრობლემების წინაშე იდგნენ, მაგრამ შეუპოვრად აგრძელებდნენ მუშაობას მათი ძლიერი სურვილის გამო. არა აქვს მნიშვნელობა რა გარეომებებისა და დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდებით, სწორედ თქვენი ძლიერი სურვილი დაგეხმარებათ, რომ რთული პერიოდი გადალახოთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ძლიერი სურვილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. თქვენ უნდა გქონდეთ გეგმა!

სტანდარტული მიდგომა არ არის კარგი არჩევანი
თუ თქვენი ბიზნეს იდეა არის ინოვაციური, სტანდარტული მიდგომა სავარაუდოდ არ არის კარგი არჩევანი. წინამდებარე გაკვეთილზე წარმოგიდგენთ მარტივი ბიზნეს გეგმის შემუშავების მეთოდს, რომლის შედგენაც ბევრად უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე სტანდარტული მიდგომისა. ის საშუალებას მოგცემთ თქვენი ბიზნეს გეგმა ერთ გვერდზე შეადგინოთ და გადახედოთ, გაამჯობესოთ და თუნდაც უარი თქვათ იდეაზე, თუ წარმატებისა და მოგების შესაძლებლობას ვერ ხედავთ. და რაც ყველაზე კარგია, ამისათვის ფული არ არის საჭირო.

ბიზნეს მოდელის კონცეპცია 2009 წელს შემოგვთავაზა ალექსანდერ ოსტერვალდერმა და ივ პინიემ. ბიზნეს მოდელის კონცეპცია მარტივი, ადვილად გამოყენებადია და ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს სტარტაპის ფაზის დროს, როდესაც მთლიანი ბიზნეს მოდელი რეგულარულად გადაიხედება, განახლდება და ზოგჯერ ნულიდან იწყება.
მე გირჩევთ გამოიყენოთ Canvizer, რადგან ჩემი აზრით სტარტაპ დამფუძნებლებთან ვირტუალურად მუშაობისთვის ის ძალიან სასარგებლოა. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც უამრავ დროს დაგიზოგავთ და თანამშრომლობაში დაგეხმარებათ, არის ის, რომ ბიზნეს მოდელის მაკეტი შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს გაუზიაროთ. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მხოლოდ კომენტარის გაკეთების ან სრული რედაქციის უფლებები.

ცხრა სფერო, რომელიც თქვენს ბიზნეს მოდელს განსაზღვრავს
ბიზნეს მოდელის მაკეტთან მუშაობის რამდენიმე მიდგომა არსებობს, ისევე როგორც თვით მაკეტის რამდენიმე ვარიანტი. სტარტაპების უმრავლესობას მე ვურჩევდი შემდეგ თანმიმდევრობას, რომელიც ძირითადი ნაწილიდან – ღირებულების წინადადებიდან იწყება, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ როგორც პირველი და უმთავრესი ნაბიჯი.
1. ღირებულების წინადადება: რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს განსაკუთრებულს? რითია თქვენი შემოთავაზება უნიკალური, საინტერესო და მიმზიდველია?
2. მომხმარებელთა კატეგორიები: ვინ არიან თქვენი სამიზნე მომხმარებლები? ვისთვის არის თქვენი შემოთავაზება ყველაზე მომგებიანი და მიმზიდველი?
3. არხები: როგორ უნდა დაუკავშირდეთ თქვენ კლიენტებს? რა არხების მეშვეობით გექნებათ კავშირი და შესთავაზებთ თქვენს წინადადებას?
4. მომხარებელთან ურთიერთიერთობა: როგორ გექნებათ უკუკავშირი თქვენს კლიენტებთან? რა ურთიერთობა გექნებათ მათთან?
5. შემოსავლის წყაროები: როგორ გამოიმუშავებთ ფულს? ვინ გადაგიხდით და რისთვის გადაგიხდიან?

6. ძირითადი რესურსები: რა რესურსებია საჭირო იმისათვის, რომ შექმნათ და სამიზნე მომხმარებელს მიაწოდოთ ღირებულების წინადადება?
7. ძირითადი პარტნიორები: რომელი პარტნიორებია საჭირო იმისათვის, რომ აღნიშნულმა ბიზნეს მოდელი ამოქმედდეს?
8. ძირითადი აქტივობები: რა ქმედებები და ამოცანები უნდა შეასრულოთ იმისათვის, რომ შექმნათ და მიაწოდოთ თქვენი ღირებულების წინადადება?
9. ხარჯების სტრუქტურა: რომელი ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯების გაწევა მოგიწევთ?
გთავაზობთ რეალური ბიზნეს მოდელის მაგალითს.

2012 წელს ეშ მორიამ წარმოადგინა განახლებული ბიზნეს მოდელის მაკეტი თავის წიგნში Running Lean („დამზოგველი მართვა“), და მას უწოდებს „დამზოგველ მაკეტს“ (“Lean Canvas”). რეალურად, აღნიშნული მაკეტი უკეთესად არის ადაპტირებული განვითარებადი სტარტაპებისთვის, რადგან ის ძირითად პარტნიორებს, ძირითად აქტივობებს, ძირითად რესურსებს და მომხარებელთა ურთიერთოებას ანაცვლებს ოთხი ახალი ასპექტით: პრობლემა, გადაწყვეტილება, ძირითადი მაჩვენებლები და უსამართლო უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ასპექტები უკეთესად აღმოფხვრიან ძირითადი რისკების ნაწილს განვითარებად სტარტაპში, ჩემმა გლობალურმა კვლევამ სტარტაპების შესახებ აჩვენა, რომ ოსტერვალდისა და პინიერის „ბიზნეს მოდელის მაკეტი“ შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც „დამზოგველი მაკეტი“ განვითარებადი სტარტაპების იმავე ტიპისთვის, თუ ის სწორი გზითაა განხორციელებული.
მთავარი დასკვნა
როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა, თქვენ უნდა შეიმუშავოთ და დაამტკიცოთ თქვენი ბიზნეს მოდელი. ის მაკეტი შეარჩიეთ, რომელიც თქვენთვის უფრო ხელსაყრელია და რეგულარად იმუშავეთ მასზე. გამოიყენეთ უფასო ონლაინ ინსტრუმენტები იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ ცვლილებებს და თქვენს გუნდს გაუზიაროთ თქვენი ბიზნეს მოდელი.

შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ არეგულიროთ თვენს ბიზნესთან დაკავშირებული რისკები და როგორ მართოთ ისინი.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია