Nov19
0

ტურისტული ვებ საიტის დამზადება

ბლოგი, საიტის დამზადება Share this post

წინა სტატიებში ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა დავამზადოთ ვებ საიტი. თუმცა ყველა ვებ საიტს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს  საქმიანობის  დიპებიდან გამომდინარე. წინა სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ ონლაინ მაღაზიაზე, ახლა განვიხილავთ ტურისტული ვებ საიტის დამზადების სპეციფიკას.

ტურები

ძირითადი აქ მაინც არის თავად ტურები. მნიშვნელოვანია საიტი აღჭურვილი იყოს ტურების ძიებისა და ფილსტრაციის ფუნქციით რომ მომხარებლემა სწრაფად შეძლოს სასურველი ტურის შერჩევა.

ვიზუალური მასალები

ტურისტული ვებ საიტის  მთავარი ქვაკუთხედი გახლავთ  ვიზუალურად ეფექტური ფოტო და ვიდეო მასალები. ტურისტული ვებ საიტისათვის ვიზუალურ მხარეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ სანამ ვებ საიტის დამზადებას შეუდგებოდეთ, ჯობია ხარისხიანი მასალების მოძიებით დაიწყოთ საქმე.

ენები

ტურისტული ვებ საიტი ასევე მოითხოვს მრავალი ენის ინტეგრაციას, განსაკუთრებით რთულია აღმოსავლურ ენებზე მუშაობა, როგორც ტექნიკურად ასევე მასალების მოძიებისა და დამუშავების კუთხით რადგან აღმოსავლურ ენაზე საქართველოს შესახებ საკმაოდ მწირე ინფორმაცია მოიპოვება.

ტურის შეძენა

მნიშვნელოვანია ასევე გადახდის სისტემები, ევროპელ ტურისტებს ურჩევნიათ რომ ტურები ონლაინ შეიძინონ, პლასტიკური ბარათებით. ამისათვის უნდა მოხდეს გადახდების სისტემის ინტეგრაცია. უნდა ჩამოყალიბდეთ რომელ ბანკთან გირჩევნიათ ურთიერთობა, რადგან ყველას თავისი პირობები აქვს. ასევე ბანკებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ რომ მოლაპარაკებიბს პროცესი რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, სჭირდება დრო და თადარიგის დაჭერა აუცილებელია.  თვითონ გადმორიცხვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ლიმიტები, მომხარებელს არ შეუძლია გადმოგირიცხოთ ბანკის მიერ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, ასევე პირველ ეტაპზე სანამ ბრუნვას არ აჩვენებთ შასაძლოა შეფერხებული გქონდეთ უცხოეთიდან გადმორიცხვები. ბანკებთან ურთიერთობისას არა ერთ სურპრიზს წააწყდებით, ამიტომ გირჩევთ კარგად გამოიკვლიოთ ყველა დეტალი სანამ  კონკრეტულათ რომელიმესთან დადებდეთ ხელშეკრულებას.  ევროპასა და ამერიკაში აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული საგადასახადო სისტემა

About the Author

}
უფასო კონსულტაცია