Sep04
0

სწრაფი მაკეტირება

დიზაინ ფიქრი Share this post

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი კურსის – დიზაინისა და მომხმარებელთა გამოცდილების შესახებ მე-7 გაკვეთილზე! წინა გაკვეთილებზე შევისწავლეთ დიზაინერული აზროვნება, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი, მომხმარებელთა კვლევა და მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინი. ამ გაკვეთილზე ვისაუბრებთ მაკეტირების შესახებ, რომელიც წინა სტადიებზე განხილულ ყველა სამუშაოს ახორციელებს და მომხმარებლებისა და დაინტერესებული პირებისთვის რეალურს ხდის.

მაკეტირების საფუძვლები

ძველი ანდაზა „ასჯერ მოსმენას ერთხელ ნახვა სჯობს” სწორედ იმას მოიცავს, თუ რა არის მაკეტირება: დიზაინისა და ტექნიკური მოთხოვნების აღწერისათვის საჭირო ათასობით სიტყვის ტოლფასი ვიზუალური გამოსახულების გამოყენება, რომელიც დეტალურად აღწერს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და მოქმედებდეს სისტემა. მაკეტირება არის სისტემის – ვებ-გვერდის თუ აპლიკაციის – მომავალი მდგომარეობის ვიზუალიზაციის პროცესი და მისი დადასტურება მომხმარებლებთან, დამპროექტებლებთან და დიზაინერებთან. აღნიშნულის სწრაფად და მრავალჯერ განხორციელება მომხმარებელთა კომენატრების ადრეულ მიღებას უზრუნვეყოფს, ხშირად პროცესის დროსაც კი, რაც საბოლოო დიზაინს აუმჯობესებს და შემუშავების დროს ცვლილებების საჭიროებას ამცირებს.
მაკეტირების კლასიფიცირება ესკიზურ მონახაზსა და ინტერაქტიულ მოდელირებას შორის მერყეობს, რომელიც გამოიყურება და ფუნქციონირებს როგორც საბოლოო პროდუქტი. წარმატებული მაკეტირების ძირითადი პოზიცია კომენტარების საფუძველზე სწრაფ რეაგირებაში და მაკეტირების შესაბამისი მიდგომის გამოყენებაში მდგომარეობს. სწრაფი მაკეტირება გუნდს ეხმარება სხვადასხვა მიდგომისა და იდეის საექსპერიმენტოდ გამოყენებაში, ამარტივებს განხილვას სიტყვების ნაცვლად ვიზუალური გამოსახულების გამოყენებით, უზრუნველყოფს, რომ ყველას საერთო პოზიცია ჰქონდეს, ამცირებს რისკს და იძლევა გამორჩენილი მოთხოვნების თავიდან აცილების საშუალებას და უკეთესი დიზაინისკენ უფრო სწრაფად მივყავართ.
მაკეტირება ჩვეულებრივ მცირედით იწყება, რამოდენიმე საკვანძო სფეროს მოდელირებით, და მოცულობით და ინტენსიურობით ფართოვდება მრავლჯერადი განმეორებების მეშვეობით, საჭირო სფეროების განვითარებისამებრ, სანამ მაკეტირება ბოლომდე არ დასრულდება. პროცესის სისწრაფე ყველაზე ნათლად განმეორებების დროს ჩანს, რომლებიც რეალური დროის ცვლილებებიდან რამდენიმე დღის განმეორებების ციკლებამდე იცვლება, მაკეტირების შემადგენლობის მიხედვით.

მაკეტირების შემადგენლობა
ჩვენს მიერ განხილული მაკეტირება არ უნდა იყოს სრულიად ფუნქციური გადაწყვეტილება, არამედ უნდა დაეხმაროს მომხმარებლებს საბოლოო პროდუქტის მომხმარებელთა გამოცდილების ვიზუალიზაციასა და დამუშავებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაკეტირების შედგენის დროს, ნებისმიერი მაკეტირების შედგენის დაწყებამდე განსაზღვრეთ რამდენიმე ძირითადი საკითხი.
რა საჭიროებს მაკეტირებას? მაკეტირებისთვის კარგი ვარიანტი შეიცავს კომპლექსურ ურთიერთქმედებას, ახალ ფუნქციონალურობას და ცვლილებებს სამუშაო პროცესში, ტექნოლოგიაში ან დიზაინში საერთო გაგების უზრუნველყოფის მიზნით.
რა მოცულობა უნდა იყოს მაკეტირებული? კარგი წესი იქნებოდა ფუნცქიონალურობის იმ 20%-ზე ფოკუსირება, რომელიც დროის 80% იქნებოდა გამოყენებული, ე.ი. ძირითადი ფუნქციონალურობა, რომელიც ყველაზე ხშირად იქნება გამოყენებული. დაიმახსოვრეთ, რომ სწრაფი მაკეტირების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დემონსტრირება გაუკეთოს თუ როგორ იმუშავებს რაიმე, ხოლო შემდგომ ეტაპებზე, თუ როგორი იქნება დიზაინი მაკეტირების გარეშე.
როგორია ისტორიები? იმის შემდეგ, რაც მაკეტირებისთვის განკუთვნილ ფუნქციონალურობას განსაზღვრავთ, დანერგეთ ის ერთ ამ მეტ სცენარში – მომხმარებელთა გამოცდილების მარშრუტის გავლით. სპორტული ტანსაცმლით მოვაჭრე ვებ-გვერდისთვის ერთ-ერთი სცენარი შეიძლება იყოს „მოსაწყენი ჯო“, რომელიც ზუსტად იმავე პერანგს ყიდულობს, რომელიც ექვსი თვის წინ შეიძინა (გაბედავს კი განსხავებული ფერის შეძენას?), მაშინ როდესაც მეორე სცენარი შეიძლება იყოს „მკვლევარი სემი“, რომელიც მაისურებსა და პერანგებში რაიმე ახალს და მისთვის საინტერესოს ეძებს.
რა განმეორებები შეიძლება გქონდეთ? სრული მაკეტირების შემუშავება ჩვეულებრივ ნაწილებად ხორციელდება. კარგმა მიდგომამ მაკეტირება ვრცლად და ფართოდ უნდა დაიწყოს და შემდეგ უფრო დეტალურად ჩაუღრმავდეს გადაწყვეტილების შერჩეულ სფეროებს. ვებ-გვერდისთვის, ეს ნიშნავს იმ პირველი განმეორების დროს მთავარი გვერდის და სამიზნე გვერდების

შედგენას მთავარი სექციებისთვის, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ჰორიზონტალურ მაკეტირებას. მომდევნო განმეორებების დროს შესაძლებელია ვებ-გვერდის ერთი ან მეტი სექციის უფრო დეტალურად განხილვა ანუ ვერტიკალური მაკეტირება.

როგორ განვახორციელოთ მაკეტირება
ზემოთ ავღნიშნე, რომ მაკეტირების კლასიფიცირება ესკიზურ მონახაზსა და ინტერაქტიულ მოდელირებას შორის მერყეობს, რომელიც გამოიყურება და ფუნქციონირებს როგორც საბოლოო პროდუქტი და ყოველ მათგანს პროცესში თავისი ადგილი აქვს. ჩვენ სწრაფად შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ დაწყებული დაბალი სიზუსტის ესკიზიდან, შემდეგ საშუალო სიზუსტის ხარისხის მაკეტირების მოდელზე და მაღალი სიზუსტის ინტერაქტიულ მაკეტირებაზე გადასვლით, როგორც ქვემოთაა ნაჩვენები.
მაღალი სიზუსტე ნიშნავს, რომ ის მოიცავს იმ მომხმარებელთა გამოცდილებას და ვიზუალური დიზაინის ელემენტებს, რომლებიც მათ რეალურს ხდის. ინტერაქტიული ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ სცენარებზე დააწკაპუნოთ (ზემოხსენებული შემადგენლობის მიხედვით) ისე, როგორც ფუნქციური ვებ-გვერდის/აპლიკაციის შემთხვევაში იმოქმედებდით.
დღეს არსებობს მაკეტირების უამრავი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომელიც თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგალითად, მე მომწონს Cooper, რადგან კარგი შეფასება აქვს.
„თუ სურათი 1000 სიტყვის ტოლფასია, მაკეტირება – 1000 შეხვედრის ტოლფასია.“ – IDEO.
ჩვენი მომდევნო ელ. წერილი განიხილავს თუ როგორ შეგვიძლია მაკეტირების გამოყენება იმაში დასარწმუნებლად, რომ დიზაინი მომხმარებელთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს გამოყენებადობის ტესტირების მეშვეობით.
მოდით გავაუმჯობესოთ თქვენი დიზაინერული ხედვა!

About the Author

}
უფასო კონსულტაცია