Jun20
1

სტიმულირება გაუწიეთ თქვენს კონტენტს

კონტენტ მარკეტინგი Share this post

არ მინდა, რომ იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ გამონათქვამი „შექმენით და მას თავად იპოვნიან“ არის ტყუილი. არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად კარგია თქვენი კონტენტი, თუ არავინ იცის მის შესახებ, მას ვერ იპოვნიან. კონტენტ მარკეტინგის ძლიერი სტრატეგია და შექმნის მიზანმიმართული გეგმა წარმოადგენს ფორმულის პირველ ნაწილს. დასკვნითი ნაწილია თქვენი კონტენტის გავრცობა ისე, რომ დარწმუნდეთ, რომ მას იპოვნიან.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უკვე ჩვენს მიერ წინა გაკვეთილებზეა დამუშავებული თქვენი აუდიტორიის ნათლად განსაზღვრებისა და იმ თემების შერჩევის მიზნით, რომლებსაც ისინი ეძებენ, თქვენ მაინც გჭირდებათ, რომ თქვენი ნამუშევარი რაც შეიძლება მეტმა შესაბამისმა ადამიანმა ნახოს. მე-5 გაკვეთილზე განვიხილეთ თქვენი აუდიტორიის მიერ გამოყენებადი არხები და სწორედ ეს არის რაზეც უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია და დრო. დაფიქრდით თუ როგორ ურჩევნიათ მათ წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციასთან, ასევე როდის და რამდენად ხშირად ურჩევნიათ. სამუშაო საათების განმავლობაში, როდესაც თქვენი აუდიტორია ტიპიურ დღეს ატარებს თუ სახლში? რამდენად ხშირად შედიან ისინი სოციალურ ქსელებში? რომელ ქსელებში? განსაზღვრეთ ის არხები, რომლებითაც თქვენი აუდიტორია ხშირად არის ონლაინ-რეჟიმში და შემდეგ გამოაქვეყნეთ ამ არხებზე ხელმისაწვდომად.
იმისათვის, რომ საუკეთესო საშუალება მისცეთ საკუთარ თავს და ხელი შეუწყოთ თქვენი ძალისხმევის სტიმულირებას, დაიმახსოვრეთ შემდეგი:
1. შეარჩიეთ განსაზღვრული დრო. ანდაზა გვასწავლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და კონტენტიც არ არის გამონაკლისი. იმის ცოდნა, თუ როდის ანიჭებს უპირატესობას თქვენი აუდიტორია კონტენტის გამოყენებას ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმის ცონდა თუ რა და სად გამოაქვეყნოთ. მოემზადეთ ცდებისა და შეცდომებისთვის იმისათვის, რომ ისწავლოთ როდის მუშაობს ეს და როდის არა.
2. მოახდინეთ ავტომატიზაცია. როდესაც განსაზღვრავთ გამოქვეყნებისთვის საუკეთესო დღეებსა და დროს, მოახდინეთ მისი ავტომატიზაცია, რითაც დიდ დროს დაზოგავთ. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Buffer ან Hootsuite საუკეთესოა ამ მიზნისთვის და საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ პოსტები ყველა სოციალურ პლატფორმაზე.
3. გაითვალისწინეთ ინფლუენსერები (გავლენიანი პიროვნებები). უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს საბოლოო აუდიტორიის მიზნობრივ განსაზღვრებაზე, თუმცა უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული დროის დახარჯვა იმის გასაგებად, თუ ვინ ახდენს გავლენას თქვენი აუდიტორიის კონტენტის მოხმარებაზე. გაიგეთ თუ ვის ენდობა თქვენი აუდიტორია. ეს შეიძლება იყოს ინდუსტრიის ანალიტიკოსები, მეგობრები, კოლეგები, სახელოვანი მოაზროვნეები ან მიმოხილვის ექსპერტები.
4. თავიდან დაისახეთ მიზანი, თავიდან გამოიყენეთ და დაამუშავეთ. მიიღეთ უფრო მომგებიანი ვარიანტი თქვენი კონტენტისთვის თქვენს მიერ შექმნილი კონტენტის მიზნების სხვადასხვა ფორმით შეცვლის მეშვეობით. მაგალითად, ერთი ვიდეო შეიძლება ასევე გადაკეთდეს რამდენიმე უფრო მოკლე ბლოგ-პოსტად, პრეზენტაციად, სახელმძღვანელოდ PDF ფორმატში ან პოდქასთად (ციფრული აუდიო რგოლი). თანდათანობით თქვენს მიერ შექმნილი კონტენტის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება, ისევე როგორც წინა კონტენტის განახლება და თავიდან გამოყენება, დაგეხმარებათ შექმნათ უფრო მეტი, ვიდრე წარმოგედგინათ.
5. გამოიყენეთ მეტამონაცემები (მონაცემები მონაცემთა შესახებ). თქვენს მეტამონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვთ იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი კონტენტი ადვილად მისაგნებია საჭირო ხალხის მიერ საჭირო ადგილზე დ საჭირო დროს. გამოიყენეთ საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაციის ინსტრუმენტები ან გაიარეთ კურსი „საძიებო სისტემების (SEO) საფუძვლები“ Highbrow-ზე იმაში დასარწმუნებლად, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენი კონტენტის პოვნა როგორც საძიებო სისტემებით, ასევე თქვენივე ვებ-გვერდის ფარგლებში ძიებით.

ნუ აღელდებით ან ნუ მოგერიდებათ თქვენი კონტენტის სტიმულირება – ეს აუცილებელია მისი პოვნის უზრუნველყოფისათვის და მიგიყვანთ თოვლის გუნდის ეფექტამდე, რაც ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მას, მით უფრო განვითარდება ის.

დარჩით კავშირზე ხვალინდელი ბოლო გაკვეთილისთვის, რომელზეც განვიხილავთ თუ როგორ შეაფასოთ თქვენი კონტენტის წარმატება და როგორ შეიტანოთ ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში.

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია