Nov11
0

საიტის დამზადება:ნაწილი#8

ბლოგი, საიტის დამზადება Share this post

საიტის ბრენდინგი

  სანამ  საიტის დამზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებელია  ჩამოვაყალიბოთ კომპანიის ბრენდი რომ შემდგომში მოვახერხოთ ამ ბრენდის ვებ საიტში გადატანა, რითაც თავად საიტიც მეტად აღქმადი გახდება.

ბრენდის ძირითადი ელემენტებია ლოგო და ფერები. სწორედ ამ ორი კომპონეტის განსაზღვრის შემდგომ იწყება ვებ საიტის შექმნა

ლოგოს დიზაინი     

ლოგოს კონცეფციის შემუშავება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული ან შეგიძლიათ ეს საქმე რომელიმე ბრენდინგ კომპანიას მიანდოთ. ტექნიკური თვალსაზრისით კი შეგიძლიათ მიმართოთ  გრაფიკულ დიზაინერს და სთხოვოთ მისი დამუშავება. აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ყოველთვის უნდა იქონიოთ ლოგოს სამუშაო ან PDF ვერსია, რადგან ყოველთვის დაგჭირდებათ ლოგოს დამუშავება სხადასხა ზომებში. ჩვეულებრივი ფოტოს სახით არსებული ლოგოს დამუშავება აფუჭებს მის ხარისხს. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევა.

ფერები

ფერები საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც ბრენდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი  ის ყველგან გამოიყენება და ხშირად განსაზღვრავს ბრენდის იდენტობას. გამომდინარე აქედან როდესაც ვებ საიტის დამზადებას დაიწყებთ მისი დიზაინიც სწორედ ბრენდის ფერებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია