Oct18
1

საიტის დამზადება:ნაწილი#4

ბლოგი, საიტის დამზადება Share this post

როგორ შევარჩიოთ ვებ ჰოსტინგი

მას შემდეგ რაც მოვაგვარეთ დომეინის რეგისტრაციის საკითხი. ახლა დადგა ჯერი ვისაუბროთ ვებ საიტის შექმნისათვის კიდევ ერთ აუცილებელ კომპონენტზე. ვებ ჰოსტინგზე

ჰოსტინგი არის ერთგვარი ვირტუალური სივრცე ინტერნეტში, რომელზეც  განთავსდება თქვენი ვებ საიტის მონაცემები, ტექსტები თუ სურათები. ძალიან ბევრი კომპანიაა რომელიც დაკავებულია ვებ ჰოსტინგების ბიზნესით, არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ ამ სტატიაში განვიხილავთ ვებ ჰოსტინგების ტიპებს, ხოლო კონკრეტულ კომპანიაზე არჩევანი თავად გააკეთეთ.

  1. საზიარო ჰოსტინგები (Shared hosting)

ყველაზე გავრცელებული და ეკონომიური ტიპის ჰოსტინგებია. მინიმალური ფასი ქართულ ბაზარზე 5 ლარია. თუ საინფორმაციო ტიპის ვებ გვერდის დამზადებას აპირებთ და მომხარებელთა დიდ ნაკადებზეც არ გაქვთ გათვლა სავსებით საკმარისია. საზიარო იმიტომ ეწოდება რომ თქვენ სხვებთან ერთად იზიარებთ ერთ სერვერს. მარტივი გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ სტუდენტური საცხოვრებელი სადაც ერთ ოთახს რამოდენიმე ადამიანი იზიარებს.

    2.ვირტუალური პირადი სერვერი( VPS hosting)

ზედა შედარება რომ გავაგრძელოთ VPS ჰოსტინგი ჰგავს სტუდენტური საცხოვრებლის ოთახს რომელშიც მარტო ცხოვრობთ.  შედარებით ძვირი ღირს 10$-იდან იწყება ნორმალური კონფიგურაციის პირადი სერვერები, მაგრამ ერთი სიამოვნებაა მათზე მუშაობა, მნიშვნელოვნად აისახება საიტის სიჩქარეზე. თუ გაქვთ შესაძებლობა არ დაინანოთ თანხები.

3. გამოყოფილი სერვერი (Dedicated hosting)

ეს უკანასკნელი საერთო საცხოვრებლის მთელ სართულს უდრის. საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა თვეში 100$-იდან იწყება მისი ფასი, ამიტომ ფართოთ გავრცელებული არ არის. თუმცა საიტის განვითარებასთან და მომხარებელთა ზრდასთან ერთად   ვებ საიტის ჰოსტინგის გაფართოებაც აუცილებელია საიტის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

ბოლოს როდესაც დომენი და ჰოსტინგი შეძენილი გაქვთ, მცირე ტექნიკური დეტალია გასავლელი. დომენი და ჰოსტინგი ერთანეთს უნდა გადავაბათ. ეს კი ხდება ეწ NameServers-ის დახმარებით. ყველა ჰოსტინგს აქვს თავისი უნიკალური მისამართი რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება  ns1.hostingname.com  ეს სახელები უნდა გაიწეროს დომენის რეგისტრატორებთან. თუ დომენს და ჰოსტინგს ერთ კომპანიასთან ყიდულობთ ეს პროცესი ავტომატურად ხდება, სხა შემთხვევაში შეგიძლიათ დახმარებისათვის მიმართოთ დომენის რეგისტრატორს და ისინი მარტივად დაგეხმარებიან

შემდეგი სტატიიდან უკვე უშვალოდ ვისაუბრებთ საიტის დამზადებაზე. მოემზადეთ თავგადასავლისათვის

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია