Nov13
0

საიტის დამზადება:ნაწილი #10

ბლოგი, საიტის დამზადება Share this post

სტანდარტული სახიკთხები

არის საკითხები რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საიტის დამზადებისას, არ აქვს მნიშვნელოვა ვებ საიტის ზომას და ფუნქციონალს. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ რამოდენიმე მადგანზე.

ვებ საიტის უსაფრთხოება

ვორდპრესი მიუხედავად იმისა რომ ღია კოდზე დაფუძნებული პლატფორმაა და ყველას შეუძლია მისი ფაილების შესწავლა, მიუხედავად ამისა საკმაოდ უსაფრთხოა და თუ დავიცავთ სტანდარტულ წესებს, საიტის გატეხვის რისკებს მინიმუნამდე დავიყვანთ.

პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ლიცენზირებული  დიზაინები და პლაგინები და სისტემატიურად უნდა მოვახდინოთ მათი განახლება. სასურველია თუ მონაცემთა ბაზებისა და საიტის მართვის პაროლებს მაქსიმალურად რთულს დავაყენებთ და ასევე მნიშვნელოვანია რომ  ჰოსტინგი ხარისხიანად იყოს შერჩეული,კარგი ხარისხის ჰოსტინგებს საკმაოდ მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები აქვთ, რაც მნიშვნელოვად განაპირობებს ვებ საიტის უსაფრთხოებასაც . თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი პლაგინები ვებ საიტის უსაფრთხოებისათვის, ისეთი მაგალითად როგორიც არის  iThemes Security plug-in.

საიტის რეზერვის შენახვა

რაოდენ მაღალიც არ უნდა იყოს უსაბრთხოების სტანდარტები, საიტის დაზიანების ალბათობა ყოველთვს არსებობს, ამიტომ აუცილებელია რომ პერიოდულად მოახდინოთ საიტის ასლების გენერირება რომ საჭიროების შემთხვევაში ვებ საიტი დაუბრუნოთ უწინდელ ფორმას. როგორც წესი ჰოსტინგები თავად აკეთებენ ხოლმე ამას თვეში რამოდენიმეჯერ,მაგრამ ხშირად რეზერვების გამოთხოვნა ფასიანია. ამიტომ ჯობია თავად გამოიყენოთ პლაგინები რომლებიც ამ პროცესს ავტომატურად წარმართავენ ამ პროცესს გარკვეული პერიოდულობით.

ვებრძოლოთ სპამს

თუ თქვენ  გახსნილიგაქვთ კომენტარების უფლება სიახლეებსა თუ სტატიებზე, არარის გამორიცხული ხშირად რეალურ კომენატრებთან ერთად სპამური შეტყობინებებიც განათავსონ საიტებზე, ამისათვის ორი მიდგომა გამოიყენება  1) ერთი სანამ საიტზე კომენტარი გამოქვეყნდება, საიტის ადმინისტრატორი უფლებამოსილია კომენტარი გადაამოწმოს და დარწმუნდეს რომ  რეალურია, თუმცაღა როდესაც მომხარებელთა რაოდენობა იზრდება, რთულია ყველა კომენტარის გადამოწმება, ამიტომ უმეტესად გამოიყენება პლაგინი Akismet-ი რომელიც თავად ახარისხებს კომენტარებს.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია