Sep12
0

როგორ გავზარდოთ გაყიდვები ვებ საიტის დახმარებით #1

ბლოგი, გაყიდვების ზრდა Share this post

ვებ საიტის დამზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ალბათ გნებავთ დახარჯული შრომა და რესურსები სარფიანად აინაზღაუროდ. ამისათვის მნიშვნელოვანია ვებ გვერდის მოწესრიგება, იმგვარად რომ მომხარებლის ყურადღება მიიქციოს. ეს კურსი სწორედ ამაში დაგეხმარებით. მაშ ასე, განვიხილოთ რამოდენიმე საკვანძო ელემენტი   მოცემული ვებ კურსიდან

მომხარებლის ხარისხი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე მათი რაოდენობა.

გააკეთეთ აქცენტი იმ ადამიანებზე ვინც ფიქრობთ რომ თქვენ პროდუქტს შეიძენენ. 10 პოტენციური მომხარებელი აღემატება  თუნდაც იმ 100 ადამიანს რომელიც შემთხვევითობის წყალობით მოხვდნენ თქვენს საიტზე. ამიტომ კარგად გაიაზრეთ თქვენი პოტენციური მომხარებლის ქცევა, შეხედულებები და ვებ საიტიც სწორედ მათ გემოვნებაზე გათვალეთ.

მომხარებლებს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებათ დრო და საკმარისი ინფორმაცია 

სანამ მომხარებლები გადაწყვეტილებას მიიღებენ დიდხანს ფიქრობენ,აანალიზებენ ინფორმაციას და ასე შემდეგ.  ამიტომ ნუ გექნებათ იმის ილუზია რომ მომხარებლები ერთი შემოსვლით მიიღებენ გადაწყვეტილებას. ინფორმაციის მისაწოდებლად თქვენ უნდა გამოიყენოთ სხა დამატებითი არხებიც.

მოახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია

თანამედროვე მარკეტინგული ხელსაწყოები იძლევიან შესაძლებლობას რომ მოახდინოთ გარკვეული პროცესების ავტომატიზაცია, გაიმარტივოთ საქმე და დაზოგოთ დრო.

შემდეგ სტატიაში განვიხილავთ  სხადასხა სტატისტიკურ პარამეტრებს და მათ მნიშვნელობას

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია