კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიდერობის კურსზე!
მომდევნო ათი დღის განმავლობაში თქვენ ისწავლით თუ როგორ გახდეთ კარგი უფროსი – მიუხედავად იმისა, თქვენ პირველად გახდით მენეჯერი თუ წლებია ხემძღვანელ თანამდებობაზე მუშაობთ, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძელით მაქსიმალური შედეგის მიღწევა.
პირველ გაკვეთილზე ჩვენ გავიგებთ თუ რისთვის არის საჭირო მენეჯერი. მომდევნო გაკვეთილებზე კი ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ თუ რა უნდა აკეთოს კარგმა ხელმძღვანელმა.
რა არის მენეჯმენტი?
მენეჯმენტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი გუნდისგან მაქსიმუმი მიიღოთ – იმგვარად, რომ აჩვენოთ, რომ თქვენ რეალურად მათთვის მუშაობთ, და თქვენი ამოცანაა დარწმუნდეთ, რომ ყველა დავალება გუნდური მუშაობით სრულდება და ყველა ბედნიერია.
ლიდერებსა და მენეჯერებს შორის სხვაობაზე ბევრი რამაა დაწერილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ლიდერები უფრო მეტ ყურადღებას ხედვის ფორმირებასა და მოტივაციაზე ამახვილებენ, ხოლო მენეჯერები უფრო მეტ ყურადღებას სისტემებსა და ეფექტურობას უთმობენ, მაგრამ როგორც ლიდერები, ისე მენეჯერები აღნიშნულიდან ყველაფერს უნდა აკეთბდნენ.
დაიფიქრდით გემის კაპიტნის შესახებ: თავად ისინი არაფერს აკეთებენ – ისინი არ ამზადებენ საჭმელს, არ ასწორებენ საწოლს და გემსაც კი არ მართავენ. მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და კაპიტნის ამოცანაა დარწმუნდეს, რომ მას კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც მოტივირებულია და იცის, რა უნდა გააკეთოს.
სამი სფერო
ამგვარად, განვიხილოთ სამი სფერო, რომელზეც პასუხისმგებლობა მენეჯერს ეკისრება:
- ადამიანები – ანუ თქვენ შესაფერისი ადამიანები გყავთ დანიშნული შესაბამის თანამდებობაზე, და არიან თუ არა ისინი მომზადებული და მოტივირებული?
- სისტემები – ანუ ყველაფერი ორგანიზებულია, ხარვეზების გარეშე?
- ხედვა – ანუ საით მოძრაობთ თქვენ და თქვენი გუნდი? სამომავლოდ რა მიმართულებით იმოძრავებთ და როგორია თქვენი მოკლევადიანი მიზნები? თუნდაც თქვენ ადამიანთა მხოლოდ მცირე გუნდის ხელმძღვანელი იყოთ დიდ ორგანიზაციაში, თქვენი ამოცანაა გადაწყვიტოთ თუ როგორ შეესაბამება თქვენი გუნდი საერთო ხედვას და რა მომავალი ელის მას.
კაპიტანი უნდა აკონტროლებდეს და არეგულირებდეს სისტემებსა და ადამიანებს ხედვის ფორმირებისა და გადმოცემის დროს. ეს ყველაფერი კარგი კომუნიკაციით ძლიერდება. რეალურად, ისინი, ვისაც ურთიერთობა აქვთ, ლიდერობენ.
კომუნიკაცია
ინფორმაციის მიღებისა და გაცემის სამი საშუალება არსებობს:
- გუნდის ყოველკვირეული შეხვედრა. ამგვარი შეხვედრების დროს, გუნდის თითოეული წევრი, მათ შორის თქვენ, ხელმძღვანელი – მიღწევების შესახებ ატყობინებს: რა მოხდა კვირის განმავლობაში, რა პროცესები მიმდინარეობს კარგად, რა პრობლემური საკითხები წარმოიშვა და ა.შ. ამის შესახებ უფრო დეტალურად მომდევნო გაკვეთილზე ვისაუბრებთ.
- მენეჯმენტი „ხეტიალით“ (Management by wandering around – MBWA). მენეჯერმა ყოველ დღე მთელი სამუშაო ტერიტორია უნდა მოიაროს 30 წუთიდან 1 საათამდე პერიოდის განმავლობაში, და ამ დროში რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ჰქონდეს კავშირი – თუ ბევრი თანამშრომელია, ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანთან. ეს მას საშუალებას აძლევს სხვადასხვა აზრს მოუსმინოს, პრობლემური საკითხები გამოავლინოს და საერთო განწყობა შეაფასოს, ასევე ამ სფეროში მენეჯერების / ზედამხედველების მუშაობა შეაფასოს და საკუთარი აზრი გაუზიაროს.
- დაუბრუნდით საწყისი დონის თანამდებობას – წელიწადში ერთხელ, მენეჯერმა ერთი დღე ზოგადი სამუშაოს შესრულებით უნდა გაატაროს, მაგალითად დალაგებით, მიღებით, ცხელ ხაზზე პასუხით ან კლიენტებზე პროდუქციის მიწოდებით. მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ხელმძღვანელმა გაიხსენოს თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი, გაიგოს თუ რა ხდება რეალურად, თავისი ხედვა გაუზიაროს, და… უბრალოდ კარგად გამოიყურებოდეს! საოცარია თუ როგორ მარტივად შეუძლია მენეჯერს დაკარგოს კავშირი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ეს მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც სხვა საქმეები კარგად მიმდინარეობს და საკმარისი დრო გაქვთ, და არა როდესაც რაიმე პრობლემა არსებობს.
საშინაო დავალება: დაფიქრდით თქვენი გუნდის, სისტემების და ხედვის შესახებ – ყველაფერი გაქვთ? თქვენი ტერიტორია ყოველდღე მოიარეთ და კვირაში ერთხელ თქვენს გუნდს შეხვდით. შეიმუშავეთ გეგმა თუ როგორ დაუბურნდებით წელიწადში ერთხელ საწყისი დონის თანამდებობას.
ხვალ ჩვენ მიზნების თემის განხილვაზე გადავალთ.
სწავლა სიბერემდეო!