Oct14
0

რატომ აქვს ბიტკოინს უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე როგორც უბრალოდ ვალუტას

ბიტკოინი Share this post

სხვადასხვა მნიშვნელობით, ბიტკოინის შექმნა ძალიან ჰგავს ინტერნეტის გამოჩენას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამყარო მის გარეშე? ისევე როგორც რთულია ინტერნეტის მიერ შექმნილი მნიშვნელობის გააზრება, ასევე რთულია იმის გაგება, თუ რას მოგვიტანს ბიტკოინი ინდივიდუალურად და კოლექტიურად.

მაგრამ დამწყებთათვის, არსებობს ორი მაღალი დონის სფერო, რომელთა განხილვაც მსურს თქვენთან ერთად და შემდეგ თქვენი ფანტაზია გიჩვენებთ თუ როგორ მოიქცეთ.

კომპიუტერული მეცნიერება

ბევრი კამათობს ბიტკოინისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სარგებლის შესახებ, მაგრამ არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბიტკოინი უდიდესი მიღწევაა კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, განსაკუთრებით კი კრიპტოგრაფიისა და კრიპფოგრაფიული მეცნიერებებისა და ვალუტის სფეროში.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამომთვლელი  ტექნიკის სფეროში არსებობდა მუდმივი „ბიზანტიური გენერლების ამოცანა“. პირველადი დოკუმენტი ძირითად პრობლემას შემდეგი სახით გვიზიარებს:

წარმოვიდგინოთ, რომ ბიზანტიური არმიის რამდენიმე დივიზია მტრის ქალაქთანაა დაბანაკებული, თითოეულ დივიზიას საკუთარი გენერალი ჰყავს. გენერლებს  ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ მეკავშირის მეშვეობით შეუძლიათ.  მტერზე დაკვირვების შემდეგ მათ სამოქმედო გეგმა უნდა გადაწყვიტონ. თუმცა, ზოგიერთი გენერალი შეიძლება  მოღალატე იყოს, რომელიც შეეცდება ერთგულ გენერლებს შეთანხმების მიღწევაში ხელი შეუშალოს.

საბოლოო ჯამში საქმე ნდობაში მდგომარეობს ერთმანეთთან დაუკავშირებულ მხარეებს შორის  იმ ქსელში, რომელსაც ბოლომდე ვერ ვენდობით. ეს პრობლემა დღევანდელ ეკონომიკაში და ინფრასტრუქტურაშიც არსებობს. ეს პრობლემა იმ ყველა ქმედებაში არსებობს, რომელსაც ჩვენ ონ-ლაინ და ინტერნეტით ვახორციელებთ.

დღევანდელ დღემდე.

როგორც მოგეხსენაბათ, ბიტკოინი კომპიუტერული მეცნიერების პრობლემის პირველი პრაგმატული გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ დრომდე გადაუწყვეტელი იყო. დაფიქრდით ამის შესახებ და კარგად გააცნობიერეთ.

ბიტკოინის მეშვეობით ჩვენ  ერთმანეთთან  ურთიერთობა შეგვიძლია იმგვარად, რომ მეორე მხარის ნდობა არ არის აუცილებელი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ სწორედ  ძირითად ტექნოლოგიასა და პროტოკოლს (ანუ მათემატიკურ ალგორითმს) ვენდობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქსელის ყოველი მონაწილე (მაგალითად, ბიტკოინის მაინერები, მყიდველები, გამყიდველები) ერთმანეთის მაგივრად მათემატიკურ პრინციპებს ენდობიან. სწორედ ეს პროგრამის ალგორითმის ურთიერთნდობა ხდის ბიტკოინს ასე ინოვაციურს.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის უსაფრთხოდ და სრული ნდობით გაგზავნა, გლობალური ანგარიშგების მეშვეობით მიწოდების უზრუნველყოფითა და გაგზავნის შემდგომი შემოწმებით.

ფინანსური სისტემები

ცხადია, რომ ბიტკოინი ფულადი ერთეული და სავალუტო ქსელია. მაგრამ ძირითადი დამახასიათებელი თვისება, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ეს სრულიად დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემაა, რომელშიც თქვენ, როგორც პიროვნებას, შეგიძლიათ გახდეთ საკუთარი ბანკი, მაინინგის მეშვეობით საკუთარი თავისთვის ვალუტის გამოშვებით და ამავდროულად სრული ავტონომიისა და საკუთარი წესების შენარჩუნებით.

 

თქვენ შეგიძლიათ ფინანსური ოპერაციები აწარმოოთ ადამიანებთან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გართულებისა და შიშის გარეშე. თაღლითობისა და არასანქცირებული ჩარევისგან დაცული, თქვენ ვერასდროს იქნებით ისე თავდაჯერებული სხვა ვალუტასთან, როგორც ბიტკოინთან, რადგან ორ მონაწილეს შორის არ არსებობს რაიმე შუამავალი. ბიტკოინი ერთჯერადი მტკიცე ხელის ჩამორთმევის მსგავსია, მაშინ როდესაც სავალუტო ნაკადების სხვა ფორმა  ფულის მისაღებად მრავალჯერად „ხელის ჩამორთმევას“ მოითხოვს (მაგალითად, საგადახდო სისტემის ოპერატორების, ბანკების, საანგარიშო/კლირინგული სისტემების მეშვეობით), რაც ასევე ზრდის ღირებულებას. როდესაც თქვენ ბიტკოინს აგზავნით, თქვენ იცით, რომ ის დანიშნულების ადგილზე მივა.

ეს მხოლოდ დასაწყისია

ჩვენ უკვე ვხედავთ თუ როგორ იცვლება ადგილობრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოები, ფინანსური და ტექნოლოგიური სისტემები ბიტკოინისა და ბლოკჩეინის პროტოკოლის შედეგად. მაგალითად, წარმოდგენიათ არჩევნებში ხმის მიცემის უფრო უსაფრთხო, საიმედო და ზუსტი საშუალება? ბლოკჩეინს ამომრჩეველის რეგისტრაციასთან და ვინაობის გადამოწმებასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი და დაბალანსებული არჩევნების ჩასატარებლად. აღნიშნული ტექნოლოგიების დამნერგავი ორი კომპანიაა – სტარტაპები Democracy Earth და Follow My Vote.

და ეს მხოლოდ აისბერგის თავია. მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას საშუალება გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს ეს ინოვაციები თქვენთვის, ჩვენთვის ერთობლივად და ჩვენი სამყაროსთვის.

ხვალ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ თუ როგორ წარმოიშვა ერთი განსაკუთრებული ტექნოლოგიური სფერო და რა უნდა გააკეთოთ მასთან დაკავშირებით.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია