Jan13
0

ონლაინ მაღაზიის საიტის დამზადება#1

საიტის დამზადება Share this post

ჩვენ უკვე მუვუძღვენით სტატიათა ციკლი ვებ საიტის დამზადების პროცედურებს. ვიწყებთ სტატიების ციკლს რომელიც მიეძღვნება  ონლაინ მაღაზიის საიტის დამზადებას.

პირველ სტატიაში განვიხილავთ ვებ საიტის ძრავის არჩევას.

იმისათვის რომ ქალაქის ერთი პუნქტიდან მეორეზე გადავაადგილდეთ ამისათვის რამოდენიმე გზა არსებობს.  ყველაზე ეკონომიური თუმცა შეზღუდული არის საზოგადოებრივი ტანსპორტი,  შედარებით ძვირი თუმცა უფრო კომფორტული არის ტაქსი. ყველაზე კომფორტული თუმცა ძვირი არის საკუთარი მანქანის ყოლაა.  ასევეა  საიტის დამზადების პროცესშიც. იმისათვის რომ ონლაინ მაღაზია გააკეთოთ რამოდენიმე ალტერნატივა გაქვთ

  • თუ გნებავთ რომ ფუნქციიონალში და დიზაინში შეზღუდული არ იყოთ და ეტაპობრივად დაამატოთ თქვენზე მორგებული ფუნქციები. ამ შემთხვევაში მოგიწევთ დაუკვეთოთ საკუთარი ძრავის დაწერა. მართალია შედარებით ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა მეტი თავისუფლება გექნებათ
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ძრავები,როგორც ტაქსის შემთხვევაში ის თქვენი საკუთრება არაა თუმცა შეგიძლიათ გარკვეული  კომფიგურაციების განხორციელება. ყველაზე გავრცელებულ მზა ძრავად რომელსაც ონლაინ მაღაზიების დასამზადებლად იყენებენ არის WooCommerce  აქვს ყველა ის ძირითადი ფუნქციონალი არასაც თანამედროვე მაღაზიის ძრავი უნდა აკმაყოფილებდეს, რაც მთავარია მუდმივად ვითარდება. ჩვენ ასევე გირჩევდით PRESTASHOP-ის opencart-ის ძრავებსაც. შევნიშნავთ რომ მოცემული  მზა ძრავები უფასოა, უბრალოდ მათი სრულყოფილად გამართვა გარკვეულ ტექნიკურ ცოდნასთან არის დაკავშირებული ამიტომ შესაძლოა მოგიწიოთ დეველოპერის დაქირავება,თუმცა ეს მომსახურეობა საკუთარი ძრავის დაწერასთან შედარებით გაცილებით იაფია
  • იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტი შეზღუდული გაქვთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ მზა სერვისებით. ისეთი როგორიც არის shopify  ამ პლატფორმის დახმარებით მაღაზიის აწყობა საკმაოდ მარტივია, თუმცა ფუნქციონალი მეტად შეზღუდულია. თუმცა თანამედროვე ონლაინ მაღაზიის სტანდარტებს აკმაყოფილებს და ბევრი მომხარებელიც ჰყავს.

მოკლედ სანამ ონლაინ მაღაზიის შექმნას შეუდგებოდეთ პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რომელი ძრავი გამოიყენოთ. თუმცა არც ის არის დანაშაული ჯერ დაიწყოთ ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი ალტერნატივით და ბიზნესის ზრდასთან ერთად ძრავიც გააძლიეროთ

 

About the Author

}
უფასო კონსულტაცია