Aug27
0

მომხმარებელთა გამოცდილების შემადგენელი ნაწილები

დიზაინ ფიქრი Share this post

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი კურსის – დიზაინისა და მომხმარებელთა გამოცდილების შესახებ მე-5 გაკვეთილზე!
გუშინ ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეუძლიათ პერსონებს, მოგზაურობათა რუკებსა და მომხმარებელთა მოთხოვნებს ჩვენი მომხმარებელთა კვლევა პრაქტიკაში გამოსაყენებელი გახადონ ყველა იმ პირისთვის, ვინც დიზაინისა და შემუშავების პროცესშია ჩართული.

დღეს, რადგან ჩვენ უკვე გადავინაცვლეთ UX-ის დიზაინის ეტაპზე, მოდით დავიწყოთ მომხმარებელთა გამოცდილების შემადგენელი ნაწილების განხილვით. რადგან მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, ის საშუალებას გვაძლევს ვიქონიოთ სტრუქტურა, რომელიც მომხმარებელთა გამოცდილების სხვადასხვა შემადგენელ ნაწილს აღწერს, და შეგვიძლია ის სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ, როდესაც მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინს ან შეფასებას ვადგენთ.
„დიზაინი ყველაფერს უკეთდება. მაგრამ ცოტა რამაა კარგად დაპროექტებული“ – ბრაიან რიდი.
ამრიგად, UX-ის შემადგენელი ნაწილებია:
1. შინაარსი. ეს არის საიტზე ნებისმიერი საშუალებით წარმოდგენილი მასალა, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის. მნიშვნელოვანი შინაარსის შემცველი გადაწყვეტილების არსებობა ან არ არსებობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს გამოყენებადობის აღქმაზე.
2. ფუნქციონალურობა. ეს მოიცავს იმ მახასიათებლებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ მოქმედება დაიწყონ და თავიანთ მიზნებს მიაღწიონ.
3. ინფორმაციის დიზაინი. ეს ის ხერხია, რომელშიც შინაარსი და ფუნქციონალურობა ლოგიკურ სტრუქტურაშია მოთავსებული, და ის ინსტრუმენტები, რომლებიც სასურველი ნივთის მოსაძიებლადაა გამოყენებული. სწრაფად და ზუსტად ნავიგაციის საშუალებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოყენებადობის მაღალი აღქმისთვის.
4. სოციალური მახასიათებლები და შინაარსი. ეს მოიცავს იმ მახასიათებლებსა და შინაარსს, რომლებიც მომხმარებლებისთვის ქმნიან სოციალური მონაწილეობის გრძნობას ან მათ იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევენ. ბევრ საიტზე, მომხმარებელთა თვითმომსახურების ძირითად კომპონენტს საზოგადოება წარმოადგენს, და მომხმარებელთა კომენტარები და რეიტინგი კი შინაარსის საყრდენი ხდება.

5. გამოყენებადობა. ეს არის ის საშუალება, რომლითაც მომხმარებლები თავიანთ მიზნებს სწრაფად, მარტივად და მინიმალური შეცდომებითა და მარცხით აღწევენ.
6. დახმარება და მხარდაჭერა. ეს იმ ვარიანტებს მოიცავს, რომლებითაც მომხმარებლებმა დახმარება უნდა მიიღონ თავიანთი ამოცანების მისაღწევად. მხარდაჭერის ხელმისაწვდომი ვარიანტები მომხარებელთა პრიორიტეტულ ვარიანტს უნდა შეესაბამებოდნენ (ელ. ფოსტა, ჩატი, ტელეფონი).
7. ნდობა. ეს არის ნდობისა და კომფორტის ის დონე, რომელსაც მომხმარებლები განიცდიან გამოცდილების შიგნით ბიზნეს საქმიანობის წარმოების დროს. ეს მოიცავს საკითხებს კონფიდენციალობის, უსაფრთხოების და პროფესიონალიზმის ირგვლივ. გამოყენებადობის მაღალი დონე აამაღლებს როგორც ვებ-გვერდის, ასევე ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ნდობას.
8. განხორციელება. ეს არის ტრანზაქციის დასრულება მას შემდეგ, რაც გამოცდილება დამთავრდა (მაგ., გაგზავნა). მომხმარებლები არა მხოლოდ იმაში უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ონლაინ ქმედებები წარმატებით დასრულდა, მაგრამ შემდგომმა ოფლაინ შესრულებამაც უნდა შედეგიანად დაასრულოს ონლაინ დაწყებული ტრანზაქცია.
9. მარკეტინგი. ეს არის ის გზა, რომლითაც მომხმარებლებს თავდაპირველად შეუძლიათ იპოვონ საიტი და გზა, რომლითაც შესაძლებელია მათი მობრუნება. მსოფლიო დონის გამოყენებადობა ზრდის მაგნეტიზმს მომხმარებელთა პოზიტიური გამოცდილების შექმნით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა ერთგულებისთვის.
10. მოხმარებელთა უპირატესობების შეფასება. ეს არის ხარისხი, რომლითაც მომხმარებელი ხედავს თუ როგორ მოახდინა საიტმა თავისი წარმოდგენისა და ფუნქციონალურობის მათ მოთხოვნებთან მისადაგება. ეს მოიცავს მრავალენოვან მომხმარებელთა, შეზღუდული უნარების მქონე მომხმარებელთა და უამრავი სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე კომპონენტის, ისევე როგორც პერსონალიზაციის უამრავი ფორმის გათვალისწინებას.

11. ბრენდის გავლენა. ეს მოიცავს მომხმარებელთა აზრებსა და გრძნობებს, რომლებიც მათ ვიზიტის დროს აქვთ და იმ ხარისხს, რომლითაც მათი ბრენდისადმი დამოკიდებულება და აზრი გამოცდილებით შეიცვლება ან გაუმჯობესდება.
12. დიზაინი. ეს არის გამოცდილების ვიზუალური და ინტერაქტიული წარმოდგენა. წარმოდგენა, რომელსაც მომხმარებლების ყურადღება გადააქვს მათი მიზნების მიღწევისგან, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს გამოყენებადობასა და მომხმარებლის საერთო გამოცდილებაზე.
აღნიშნული თორმეტი შემადგენელი ნაწილი კარგი სახელმძღვანელოა იმისათვის თუ რა უნდა გავითვალისწინოთ დეტალური დიზაინის შედგენის დროს. ყველა ელემენტი არ იქნება ყველა პროექტისთვის შესაფერისი; მაგალითად, ზოგიერთი საიტისთვის ან გამოცდილებისთვის განხორციელების ასპექტი შეიძლება არ იყოს საჭირო, მაშინ როდესაც შიდა აპლიქაციას, როგორიცაა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელი, არ დასჭირდება მარკეტინგის ასპექტი. რამდენიმე ძირითადი ელემენტი, როგორიცაა ინფორმაციული პროექტირება, შინაარსი, ფუნქციონალურობა, გამოყენებადობა, მხარდაჭერა და დახმარება, დიზაინი, უმრავლეს საიტებში გამოიყენება.
მომდევნო ელ. წერილში ჩვენ მოვახდენთ UX დიზაინის ეტაპების შედარებას სახლის მშენებლობასთან და სამ ძირითად ეტაპს განვიხილავთ, შინაარსზე, ფუნქციონალურობაზე, ინფორმაციულ პროექტირებაზე, ინტერაქტიული დიზაინსა და ვიზუალურ დიზაინზე ფოკუსირებით.
მოდით დიზაინი შევქმნათ თქვენი მომხმარებლის თვალთახედვიდან!

About the Author

}
უფასო კონსულტაცია