Jul17
0

მოემზადეთ თქვენი ვარაუდების შემოწმებისთვის

შექმენი შენი სტარტაპი Share this post

როდესაც თქვენი ბიზნეს მოდელის მონახაზი უკვე შედგენილი გაქთ, თქვენ უნდა შეამოწმოთ ის ან განაახლოთ ემპირიული (ფაქტობრივი) კვლევების შედეგების მიხედვით. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ შემთხვევით ისარგებლოთ და შექმნათ ბიზნესი მხოლოდ თქვენს ვარაუდებზე დაყრდნობით, რაიმე ჰიპოთეზის შემოწმების გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ინოვაციური ბიზნესის წარმატების შანსი მცირეა.
2014 წელს სტივ ბლენკი და ბობ დორფი აღნიშნავდნენ, რომ სტარტაპების უმრავლებოსა სტრუქტურული პროცესის ნაკლებობას განიცდიან მათი ბიზნეს მოდელის ჰიპოთეზის შემოწმების დროს; ამრიგად, ავტორებმა გადაწყვეტილება შემოგვთავაზეს წინგში The Startup Owner’s Manual („სტარტაპის მფლობელის სამაგიდო წიგნი“).
ყველაზე პოპულარულ მიდგომას წარმოადგენს იმ პრობლემის გადაწყვეტის პოვნა, რომელიც ბაზრის შესაბამისობას ეხება. ძირითადად, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იპოვოთ და დაადასტუროთ პრობლემა, რომლის გადაჭრაც ღირებულია (გაიხსენეთ თუ როგორ დავიწყეთ ღირებულების წინადადებაზე საუბარი #1 გაკვეთილზე). როგორც კი თქვენი პოტენციური მომხმარებლები დაგიდასტურებენ, რომ ეს კონკრეტული საკითხი მათთვის პრობლემას წარმოადგენს, თქვენ უნდა მოიძიოთ მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც მომხმარებლებისგან საერთო დასტურს მიიღებთ, რომ გადაწყვეტილება მათთვის შესაფერისია, შემდეგ თქვენ მათ სთხოვთ გადახდის განხორციელებას. თუ მიიღებთ თქვენთვის მისაღებ თანხას, გილოცავთ! თქვენ იპოვეთ იმ პრობლემის გადაწყვეტის გზა, რომელიც ბაზრის შესაბამისობას ეხება.
ღირებულების წინადადების ჰიპოთეზა
ზოგადად არსებობს ძირითადი ჰიპოთეზების სამი ჯგუფი. პირველი, ღირებულების წინადადების ჰიპოთეზის ჯგუფი, ზემოხსენებულ მიდგომასთანაა კავშირში, მაგრამ გავრცობილია დამატებითი ჰიპოთეზის სეგმენტით. ეს დამატებითი ჰიპოთეზა გამიზნულია „ყველაზე პოპულარული“ სამიზნე სეგმენტის პოვნაზე ან ე.წ. ადრეული პროპაგანტისტების, ანუ იმ მომხმარებელთა პოვნაზე, რომლებიც თავისი სურვილით ხელს უწყობენ პროდუქტის წარმოჩენას და სიტყვიერ რეკლამას. კლასიკური მარკეტინგი განსაზღვრავს, რომ ადრეული მიმდევრები მომხმარებელთა სამიზნე სეგმენტის მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც ჩვეულებრივ ინოვაციებისთვის გახსნილი არიან და მუდამ მზადარიან, რომ ახალი პროდუქტი შეიძინონ. ცხადია, რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა იმის ცოდნა, თუ რომელი მომხმარებელი ეკუთვნის ერთდროულად ადრეული მიმდევრებისა და პროპაგანდისტების კატეგორიას.

ამრიგად, ღირებულების წინადადების ჰიპოთეზებია:
• სეგმენტის ჰიპოთეზა (ვიცით თუ არა ვინ არიან ჩვენი ადრეული მიმდევრები?)
• პრობლემების, სამუშაოებისა და უპირატესობების ჰიპოთეზა (არის თუ არა პრობლემა ან სასურველი რეზულტატი საკმარისად ძლიერი?)
• პრობლემის გადაწყვეტის შესაბამისობის ჰიპოთეზა (შეესაბამება თუ არა გადაწყვეტილება მომხმარებელთა მოლოდინებს?)
• ღირებულების წინადადების ბაზრის შესაბამისობის ჰიპოთეზა (მზად არის მომხმარებელი კონრეტული ღირებულება გადაიხადოს?)

ბიზნების მოდელი ჰიპოთეზა
ჰიპოთეზის მეორე ჯგუფს ბიზნეს მოდელის ჰიპოთეზა ეწოდება და ეხება იმ ნებისმიერი გაურკვევლობის ფაქტორების შემოწმებას, რომლებიც ბიზნეს მოდელის მაკეტისგან ან დამზოგველი მაკეტისგან გამომდინარეობს. მისაღებია, თუ თქვენი საწყისი ბიზნეს მოდელი თუნდაც იმ ერთ ან რამდენიმე ვარაუდზე დაყრდნობითაა შექმნილი, რომელთა ფაქტებით ჩანაცვლებაც შეუძლებელია ბაზრის კვლევის დროს (ე.ი. თქვენ ვერ იპოვეთ საკმარისი სტატისტიკური ან სხვა მონაცემები ვარაუდის დამტკიცების მიზნით). ახლა კი დროა განვსაზღვროთ ამგვარი ვარაუდები და ფაქტებით ჩავანაცვლოთ ისინი ჰიპოთეზების წამოყენებისა და შემოწმების გზით.
ამრიგად ბიზნეს მოდელის ჰიპოთეზებია: :
• განაწილებისა და კომუნიკაციის არხები (გვაქვს თუ არა ჩვენ ხარჯთეფექტიანი და გავლენიანი კომუნიკაციის არხები? შევძლებთ თუ არა შევქმნათ და ვუზრუნველყოთ ისეთი განაწილების სისტემა, რომელიც ყველა სამიზნე მომხმარებელს ან თუნდაც მათ უმრავლესობას მოემსახურება?)
• ხარჯები და შემოსავალი (დაფარავს თუ არა ჩვენი შემოსავალი ყველა ხარჯს? ვიქნებით თუ არა წინასწარ განსაზღვრულ ხარჯთა სისტემის შესაბამისი? )
• უსამართლო კონკურენტული უპირატესობა (გვაქვს თუ არა გრძელვადიანი უპირატესობა კონკურენტების წინააღმდეგ?)

• სხვა (მაგ., გვჭირდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული რესურსი ან პარტნიორობა? უზრუნველყოფილია თუ არა ისინი?)
ბიზნესის განვითარების ჰიპოთეზა
ჰიპოთეზის მესამე ჯგუფს ეწოდება ბიზნესის განვითარების ჰიპოთეზა. ეს ჰიპოთეზები უფრო განვითარებული სტარტაპებისთვისაა მნიშვნელოვანი. ადრეული ეტაპის სტარტაპებმა თავდაპირველად უნდა შეამოწმონ მათი ბიზნეს მოდელი (შეამოწმონ ღირებულების წინადადებისა და ბიზნეს მოდელის ჰიპოთეზები) და მხოლოდ შემდეგ შეუდგნენ ბიზნესის განვითარებას. თქვენი ბიზნესის განვითარების მცდელობას და ბიზნესის გამაუმჯობესებელი რაიმე ტექნოლოგიის გამოყენებას აზრი არა აქვს, თუ თქვენი ღირებულების წინადადება არ არის საკმარისად კარგი ან თუ თქვენ ბიზნეს მოდელს სერიოზული ხარვეზები აქვს.
ბიზნესის განვითარების ჰიპოთეზებია:
• ბიზნესის განვითარების დონის პოტენციალი (რამდენად დიდი შეიძლება იყოს ახალი ბაზარი?)
• „გადამდები“ ეფექტის ალბათობის ინიცირება (როგორია იმის შანსი, რომ წარმოიშვას „გადამდები“ ეფექტი ისე, რომ არსებულმა მომხმარებლებმა ახალი მომხმარებლები მოიზიდონ?)
ჩამოთვალეთ თქვენი ვარაუდები ცხრილში იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ რაც უკვე შეამოწმეთ, რაზეც ამჟამად მუშაობთ და რაც ჯერ კიდევ უნდა შემოწმდეს. გამოიყენეთ კომენტარების ნაწილი თითოეული ჰიპოთეზის მიმდინარეობის ჩანაწერებისთვის.
მთავარი დასკვნა
გაარკვიეთ თუ რომელი ვარაუდების შემოწმებაა საჭირო. შეადგინეთ თქვენი ღირებულების წინადადების, ბიზნეს მოდელისა და ბიზნესის განვითარების ჰიპოთეზების სია. შემდეგ გაკვეთილზე მათი შემოწმების სხვადასხვა გზას განვიხილავთ.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია