სანამ იმ უამრავ საინტერესო საშუალებას განვიხილავთ, რომლითაც თქვენი ახალი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიიღებას შეძლებთ, რამდენიმე ძირითადი მიზანი უნდა დავისახოთ. ზუსტად რის მიღწევას ცდილობთ? რამდენი ძალისხმევის (და ფულის) დახარჯვისთვის ხართ მზად? რა არის კონკურენტუნარიანი გარემო? როგორც კი გაარკვევთ თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს ბიზნესში, ჩვენ შევძლებთ გადავწყვიტოთ თუ რომელი მარკეტინგული ტაქტიკა იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური.
სტრატეგია გეგმის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „სტრატეგია“ და „გეგმა“ ზოგჯერ შეიძლება სინონიმები იყოს, მარკეტინგულ სტრატეგიასა და მარკეტინგულ გეგმას ურთიერთშემავსებელი, და არა დამატებითი მნიშვნელობა აქვს. მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ იფიქრეთ როგორც იმ მიზნების შესახებ, რომელთა მიღწევაც გსურთ. იქნებ თქვენს მაღაზიაში გაყიდვების გაზრდა გსურთ. იქნებ თქვენი ახალი სერვისის შესახებ ცნობიერების ამაღლება გსურთ. რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტი წარმოდგენა გქონდეთ თუ რის მიღწევას ცდილობთ, რასაც პროგრესის მიღწევის შემთხვევაში ორიენტირის სახით გამოიყენებთ.
მარკეტინგული გეგმა არის ის, თუ რას მოიმოქმედებთ თქვენს მიერ მარკეტინგულ სტრატეგიაში დასახული მიზნების მისაღწევად. ეს არის ტაქტიკის დაჯამება, რომელსაც წარმატების მისაღწევად გამოიყენებთ. გავლენიან პირებს დაუკავშირდებით, რათა თქვენი ცონდა და გამოცდილება გაუზიაროთ? უამრავ ფლაერს გაავრცელებთ თქვენს სამეზობლოში თუ Facebook-ზე განათავსებთ რეკლამას? აღნიშნული კურსის მეშვეობით თქვენს განკარგულებაში არსებულ სხვადასხვა ინსტრუმენტს გაეცნობით და გაითვალისწინებთ იმათ, რომლებიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს.
SWOT-ანალიზის 4 P (მარკეტინგული მიქსი)
არსებობს მთელი რიგი სასარგებლო სქემები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას. ერთ-ერთი მათგანია SWOT Analysis (SWOT ანალიზი), რაც ნიშნავს „Strengths (ძლიერი მხარე), Weakness (სუსტი მხარე), Opportunities (შესაძლებლობები), Threats (მოსალოდნელი საფრთხე). აქ თქვენ შეიმუშავებთ იმ შიდა ძლიერი და სუსტი მხარეების, გარე ფაქტორების მატრიცას, რომლებიც ბაზარზე არასაკმარისი პროდუქტის სარგებლობის შესაძლებლობებს წარმოადგენენ, და იმ ზომების საფრთხეების მატრიცას, რომლებიც სხვა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ და რამაც თქვენზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს.
დავუშვათ, რომ თქვენ ბუღალტერი ხართ (ან საგადასახადო დეკლარაციის მომზადების ახალი აპლიკაცია). არსებული კონკურენცია ძალიან ძვირია? მაშინ არსებობს მისი შემცირების შესაძლებლობა როგორც ნაკლებად ღირებული კონკურენტისა. ან ბაზარი უკვე გაჯერებულია დაბალფასიანი პროდუქტებით? ალბათ უმჯობესია უფრო ძვირად ღირებული კონკურენტი გახდეთ, რომელიც უფრო მეტ კომფორტსა და მომსახურებას სთავაზობს.
ამ იდეების გამოყენებით შეგიძლიათ 4 P შეიმუშავოთ (ე.წ. marketing mix მარკეტინგული მიქსი). პირველი კომპონენტია პროდუქტი, ან კონკრეტულად რა ესაჭიროება მომხმარებელს და როგორ აკმაყოფილებს მას თქვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება. შემდეგი კომპონენტია ფასი, რომელიც განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, თუ რა თანხის მიღება გსურთ ნივთის სანაცვლოდ, არამედ იმით, რასაც მომხმარებელი მიიღებს ფასების სხვადასხვა კატეგორიებში, ასევე იმით თუ როგორ იქნება სტრუქტურირებული გადახდა და იმ ღირებულებით, რომელსაც მომხმარებელი შეიგრძნობს თავისი ფულის სანაცვლოდ.
მესამე კომპონენტია პრომოუშენი, თუ როგორ გსურთ ინფორმაციის მიწოდება და თქვენი შემოსავლის რა ნაწილის ჩადებას გეგმავთ მარკეტინგში. და ბოლო კომპონენტია ადგილი, სადაც თქვენი შეთავაზებების გავრცელებას შეძლევთ, იქნება ეს ფიზიკური მაღაზია, ონლაინ მაღაზია, გამოფენა თუ სხვ.
დაფიქრდით თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ და შეადგინეთ თქვენი გეგმა, რადგან ეს საბოლოოდ უხელმძღვანელებს თქვენს მარკეტინგულ და საკომუნიკაციო საქმიანობას. თუ თქვენ გეგმის შემუშავების დასაწყებად დახმარება გჭირდებათ, ინტერნეტში არსებობს რამდენიმე კარგი ნიმუში და ინსტრუქცია. მას შემდეგ, რაც ძირითად სქემას ჩამოაყალიბებთ (რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ გადახედოთ მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით), შეგიძლიათ დაიწყოთ ყველა საინტერესო ინსტრუმენტისა და ტაქტიკის გამოყენება: ხვალინდელ გაკვეთილზე განვიხილავთ SEO და SEM.