Jun12
0

თემის კვლევა

კონტენტ მარკეტინგი Share this post

წარმოიდგინეთ: ანა რამდენიმე კვირას ატარებს 30 გვერდიანი ელექტრონული წიგნის გამოსაცემად, რომელიც მისი აზრით მოეწონება მის აუდიტორიას და ბოლოს აქვეყნებს მას. და შემდეგ? სიჩუმე. არაფერი. საერთოდ არაფერი.
სამწუხაროა, რომ ყოველთვის ასე ხდება. სავარაუდოდ ანამ არ ჩაატარა თემის კვლევა თუ რას ეძებს მისი აუდიტორია. ყველაფერი უკავშირდება მტკივნეულ საკითხებს და მოტივაციას. რა პრობლემებსა ან იმედგაცრუებებზე ეძებს თქვენი აუდიტორია პასუხებს? თუ გსურთ მიიღოთ ორგანული ტრაფიკი თქვენი კონტენტ მარკეტინგისგან და მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, ამისათვის საჭიროა მოიცვათ ის თემები, რომელთა ძიებაშიცაა თქვენი აუდიტორია. დღევანდელი გაკვეთილი ამ თემის შესახებაა, იმიტომ, რომ თუ ამ კითხვას გასცემთ პასუხს, თქვენს კონტენს იპოვნიან. განვიხილოთ თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას.

ნაბიჯი 1: შეგროვება
თქვენი ბაზრისა და აუდიტორიის პერსონების შესახებ ცოდნის საფუძველზე, გამოვიყენოთ მონაცემები იმ ფრაზების მოსაძიებლად, რომლებსაც თქვენი აზრით ეძებს თქვენი აუდიტორია. რადგან ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ თუ ვინ არის თქვენი აუდიტორია და რა საჭიროებები აქვთ მათ, ეს სია შედარებით მცირე უნდა იყოს:

მონაცემთა პოტენციური წყარო მოიცავს:
• იმ ქივორდების (საძიებო სიტყვების) და ქივორდების ფრაზების ძიება, რომლებსაც იყენებს თქვენი აუდიტორია
• თქვენი კონკურენტების მიერ გამოქვეყნებული თემების მიმოხილვა
• აქტუალური თემების ანალიზი

განვიხილოთ Google-ის საძიებო სისტემით ტოპ ქივორდების პოვნის მაგალითი. ანას აქვს ქოლისტური (ერთიანი) იოგის კურსები ბალიზე და მისი მიზანია გაზაფხულისთვის დაჯავშნოს 10 მონაწილე მომდევნო სამი თვის განმავლობაში. სიტყვა „ბალი“ არ არის საკმარისად კონკრეტული, რადგან არ მოიზიდავს მხოლოდ იმ აუდიტორიას, რომელიც კურსებს ეძებს. ფრაზა „კურსები ბალიზე“ უკეთესია, თუმცა საკმაოდ ფართოა. უმჯობესია გამოვიყენოთ „იოგას კურსები ბალიზე“.

გახსენით Google და ჩაბეჭდეთ „იოგას კურსები ბალიზე“, მაგრამ არ დააჭიროთ enter ღილაკს. Google მაშინვე გიჩვენებთ სხვა მსგავსს პოპულარულ ტერმინებს, რომლებსაც ეძებენ ადამიანები.

კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, დააჭირეთ enter ღილაკს და შედეგების გვერდის ქვემოთ გადაინაცვლეთ, სადაც Google უფრო მეტ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

ამ მარტივი ძიებიდან, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განახორციელოთ, თუნდაც ახლავე თქვენს ტელეფონზეც კი, შეგიძლიათ იხილოთ თუ რას ეძებს ანას აუდიტორია. მეორე მარტივი გზა თქვენი აუდიტორიის შესაფერისი თემების დასადგენად არის თუ რას აქვეყნებს თქვენი კონკურენტები და თუ იზიდავს ამით აუდიტორიას. მოიძიეთ მიზანმიმართული ფაქტორები, როგორიცაა სოციალური გაზიარება, კომენატრები და მოწონებები, რომლებიც მიგითითებენ დაინტერესებულია თუ არა კონტენტით თქვენი იგივე ან მსგავსი აუდიტორია და თუ ასეა, რომელია ყველაზე ეფექტური. იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ თუ რომელი თემა იყო წარსულში ტენდენციური, შეგიძლიათ გამოიყენოთ Buzzsumo-ს მსგავსი ინსტრუმენტი. უბრალოდ შეიყვანეთ თქვენი ფრაზა და ის გიჩვენებთ თუ რომელი კონტენტის მიმართ იყო ყველაზე მეტი ინტერესი. შეგიძლიათ მოვლენები გაფილტროთ დროის პერიოდის, კონტენტის ტიპის მიხედვით ან თუ სად იყო ის გაზიარებული. ქვემოთ მოცემულია თუ რას დაინახავდა ანა:

ნაბიჯი 2: ორგანიზება
ყველა ხსენებული მონაცემის თანდათანობით ელექტრონულ ცხრილში მოქცევა დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თუ როდის გამოვლინდება საერთო თემები და საკითხები. შეადგინეთ ამ თემებისა და საკითხების სია, მათი პოპულარულობის ჩათვლით.

ნაბიჯი 3: პრიორიტეტის მინიჭება
თქვენი ახალი სიის მონაცემთა საფუძველზე, განსაზღვრეთ თითოეული თემის მოქმედების სფერო იმისათვის, რომ ნახოთ თუ რამდენი ადამიანი იჩენს ენტერესს თემის მიმართ ან მიიჩნევს მას სასარგებლოდ. შეამოწმეთ აღნიშნული თემების შეთანხმებულობა და ამოიღეთ ის თემები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თქვენი კონტენტ მარკეტინგის მიზნებთან. დიახ, ეს პროცესები საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ კმაყოფილი დარჩებით, რადგან თქვენ მიიღებთ თემების სრულ სიას, რომელიც თქვენს მარკეტინგულ და ბიზნეს გეგმებს მხარს დაუჭერს, თქვენც სწორ გზას დაადგებით და დაზოგავთ რესურსებს. რადგან უკვე განვიხილეთ თქვენი აუდიტორია ქივორდების მონაცემების მიხედვით და მივიღეთ პრიორიტეტული თემების სია, ხვალ დავიწყებთ თქვენი კონტენტის დაგეგმარებას.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია