Aug02
0

დაუკავშირდით

შექმენი შენი სტარტაპი Share this post

• რაც უფრო მეტ ინვესტორს დაუკავშირდებით, მით უფრო მეტ შეხვედრას დანიშნავთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ამით თქვენი მეტი თანხა ან უკეთესი გარიგეგები მიიღოთ. 2015 წელს DocSend და ტომ ეიზენმანმა 200 დაფინანსებული სტარტაპის კვლევა ჩაატარეს, რომლებმაც საერთო ჯამში 360 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდეს. შედეგების თანახმად, თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დაფინანსების მისაღებად სავარაუდოდ უნდა დაუკავშირდეთ 20-დან 30-მდე ინვესტორს.
• კარგი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არ გჭირდებათ ასეულობით ინვესტორთან დაკავშირება (რეალურად, თუ თქვენ 100 ინვესტორს გაესაუბრებით და არც ერთი მათგანი არ გადაწყვეტს თქვენს დაფინანსებას, მაშინ ნამდვილად სერიოზული პრობლემა არსებობს თქვენს ბიზნეს იდეაში, თქვენს გუნდში, მთელს დარგში ან თქვენშიც კი!). ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი შეხვედრების დანიშვნას პოტენციურ ინვესტორებთან აზრი არა აქვს, სანამ არ მოაგვარებთ თქვენი სტარტაპის ძირითად პრობლემებს.
• კარგი იდეა იქნებოდა დაგეწყოთ მინიმუმ 30 ინვესტორის სიის შედგენით, რომლებთანაც თქვენ სიამოვნებით იმუშავებდით, და ასევე მინიმუმ იმ 30 ინვესტორის სიის შედგენით, რომლებიც ძალიან დაინტერესებდიან თქვენი პრეზენტაციით. იპოვეთ ამ ორ სიას შორის საერთო და წარმოადგინეთ 30-დან 50 ინვესტორამდე სია, რომელსაც ცდილობთ მიაღწიოთ.

ყოველდღე დაუკავშირდით თქვენს სამიზნე ინვესტორებს
• როგორც კი შეადგენთ 30-დან 50-მდე სამიზნე ინვესტორების სიას და კატეგორიებად დაახარისხებთ მათ თქვენი უპირატესობის მიხედვით, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ხუთ მთავარ მეცენატ-ინვესტორზე ან ვენჩერულ კაპიტალზე, რომლებთანაც სიამოვნებით იმუშავებდით. ძალიან ნუ იჩქარებთ მათთან დაკავშირებას ცივი ელექტრონული წერილით ან ჩვეულებრივი ონლაინ ფორმის შევსებით. ამ მიდგომებს წარმატების მცირე შანსი აქვთ.

• ინვესტორთან დაკავშირების საუკეთესო საშუალებაა დაადგინოთ ინვესტორის კომპანიაში მომუშავე კონკრეტული პარტნიორი, უფროსი ან თამაშრომელი. თქვენს ქსელში მოძებნეთ ისინი და გაიცანით ისინი: შეამოწმეთ მათი Linkedin პროფილი, წაიკითხეთ მათი ბლოგები და თვითები და მონაწილეობენ თუ არა ისინი ინფორმაციის საშუალებებში. კარგი იდეა იქნებოდა, რომ იმ სხვა დამფუძნებლისგან მიგეღოთ სარეკომენდაციო წერილი, რომელმაც მათი დაფინანსება მიიღო ან სხვა პესამე პირისგან, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხშირი კავშირი ჰქონდა სამიზნე ინვესტორთან. ეს ისეთი რთული არაა, როგორც შეიძლება ფიქრობდეთ.

ფოკუსირება მოახდინეთ მომგებიანი და განვითარებადი ბიზნესის შექმნაზე
• ეს არის ის მთავარი საფუძველი, რომლითაც თქვენ მიიღებთ ან არ მიიღებთ დაფინანსებას. თქვენ ყველაფერი შესაძლო უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შექმნათ მომგებიანი და განვითარებადი ბიზნესი. განსაზღვრეთ ბიზნესი, რომელიც არ არის შეზღუდული და მუდმივად ვითარდება. ინვესტორებს ის ბიზნეს იდეები მოწონთ, რომლებიც გარე ექსპერტების მიერ ჩატარებულ ბაზრის სარწმუნო კვლევას ეფუძნება, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული ექსპერტები მილიარდი დოლარის შესაძლებლობას პროგნოზირებენ.

მაქსიმუმამდე აამოქმედეთ და ავტომატიზირება გაუწიეთ თქვენს ბიზნესს
• ყოველმა სტარტაპმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს მათ მიერ გასაკეთებელი რამდენიმე საკითხი, რომლებიც არ იცვლება. როგორც კი თქვენს პროცესებს დაადგენთ, შეეცადეთ მაქსიმალურად აამოქმედოთ და ავტომაზირება გაუწიოთ თქვენს ბიზნესს. ეს დაგეხმარებათ სწრაფად გააფართოვოთ ბიზნესი (შესაძლოა დამატებითი თანხის გარეშეც კი) და დაზოგოთ დრო, რომელსაც გამოიყენებეთ ინვესტორებთან შეხვედრებსა და ურთიერთობების დამყარებაზე.

გახდით უფრო ხილვადი და რეგულარულად განაახლეთ თქვენი ონლაინ ინფორმაცია
• შეეცადეთ უფრო ხილვადი გახდეთ მსხვილ და უფრო მცირე ონლაინ პლატფორმებზე სტრატაპებისთვის, მაგალითად Angel List, F6S, Startup Valley, InnMind და ა.შ. შექმენით თქვენი პროფილი, წარადგინეთ პროექტები და ატვირთეთ პროდუქტის ფოტო და ვიდეო მასალები. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ცნობილია, ზოგიერთი კი უფრო ვიწრო თემების პროექტებისთვის, განსაკუთრებული სფეროს ან გეორგაფიული ბაზრისთვისაა გამიზნული. თქვენი პროფილის შესაქმნელად და რამდენიმე ხელმისაწვდომი სიახლის გამოსაქვეყნებლად დიდი დრო არ დაგჭირდებათ. წინამდებარე კურსის დასასრულს თქვენ მიიღებთ ბმულს როგორც ინვესტორთა პლატფორმების სიის ჩამოსატვირთად, ასევე სხვა დაკავშირებულ მოდელებსა და წარმატებული რეკლამის შაბლონების სიებზე იმისათვის, რომ შეასრულოთ თქვენი გეგმა და დაზოგოთ დრო.

• არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნულმა პლატფორმებმა თავისით მოიზიდონ ინვესტორები, მაგრამ როგორც კი დაუკავშირდებით თქვენს სამიზნე ინვესტორებს, არ გაუშვათ ხელიდან იმის ჩვენების შესაძლებლობა, რომ თქვენ სერიოზულ სტარტაპს წარმოადგენთ საკუთარი პროფესიული პროფილით, რომელიც თითქმის ყველგანაა ხელმისაწვდომი.

მთავარი დასკვნა
• მიმართეთ თქვენი ძალისხმევა სამიზნე ინვესტორებთან დაკავშირებაზე. თუ არც ერთი მათგანი არ არის ინვესტირებაზე თანახმა, შეიძლება რაღაც არასწორად იყოს შედგენილი თქვენ პრეზენტაციაში ან იმაში, თუ როგორ ავითარებთ თქვენს სტარტაპს. სერიოზულად მიუდექით მათ უკუკავშირს და საჭირო ცვლილებები განახორციელეთ (პრეზენტაციაში მაინც) სანამ სხვა ინვესტორებს დაუკავშირდებოდეთ.
• ეს იყო კურსის ბოლო გაკვეთილი. გილოცავთ მის დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენი სტარტაპის დაფინანსების მიღებაში!

About the Author

}
უფასო კონსულტაცია