May31
0

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები

კონტენტ მარკეტინგი Share this post

დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ თქვენი კონტენტის მიზანს და შევაფასებთ მის წარმატებას.
კონტენტ მარკეტინგის გამოყენებას თქვენი ბიზნესისთვის უამრავი უპირატესობა აქვს. როგორც ცნობილია, ის 62%-ით ნაკლები ღირს ვიდრე გამავალი მარკეტინგი და იზიდავს სამჯერ მეტ ლიდებს (პოტენციურ მომხმარებლებს) და ექვსჯერ უკეთეს რეალიზაციას.

თუმცა, თქვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს უნდა შეადგენდეს ხარისხიანი კონტენტის მეშვეობით ფასეული, სანდო ურთიერთობის დამყარება.
ეს დაგიცავთ იმისგან, რომ კონტენტი შექმნათ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ გქონდეთ ის, ან ძვირფასი რესურსების – დროისა და ფულის – ხარჯვისგან იმ კონტენტზე, რომელიც არ შეესაბამება თქვენს საბოლოო მიზანს.

ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ აღნიშნულს, ამიტომ მოემზადეთ პრაქტიკული შედეგების დადგენისთვის.

განსაზღვრეთ თქვენი „რატომ“

თქვენი აუდიტორიისთვის კონტენტის დაგეგმვის დაწყებამდე, თქვენ უნდა გაიაზროთ რატომ გსურთ მისი შექმნა და რისი მიღწევა გსურთ მისი მეშვეობით.
თქვენ ცდილობთ აუდიტორიის ინფორმირებას, ცოდნის გაზიარებას თუ გართობას? თუ თქვენთვის ცნობილია თქვენი კონტენტის მიზანი, ეს არა მხოლოდ დაგეგმვაში, არამედ მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მიწოდების შესაბამისობაში დაგეხმარებათ.

იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ აღნიშნული, შეავსეთ გამოტოვებული ადგილები ქვემოთ მოცემულ წინადადებაში:

კონტენტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ეხმარება [აუდიტორია], რომ მიაღწიონ [ზედსართავი სახელი] მათი [გრძნობა/სწავლა/კეთება] მეშვეობით ისე, რომ მათ შეძლონ [დავალება].

დასახეთ გაზომვადი მიზნები

თუ თქვენ არ შეგიძლიათ გაზომვადი ბიზნეს მიზნების ფორმულირება როგორც კონტენტის წარმოებისა და გაზიარების საფუძვლისა, სავარაუდოდ თქვენ ფუჭად ხარჯავთ თქვენს დროსა და ფულს.
იმისათვის რომ გავიგოთ როგორი წარმატება შეგესაბამებათ თქვენ, თქვენი კონტენტ მარკეტინგის მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ბიზნეს მიზნებს, და ამიტომ ისინი ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე უნდა განსხვავდებოდნენ. თქვენი კონტენტ მარკეტინგის მიზნები ნათლად უნდა გადმოცემდნენ რისი მიღწევა გაქვთ გამიზნული და როდის.

ქვემოთ მოცემულია ჩვენი მიზნების რამდენიმე კატეგორია და მაგალითები ყოველ მათგანზე:

მოხმარების რაოდენობის გაზომვა
• ბლოგ-პოსტის ნახვის რაოდენობა
• YouTube-ზე ვიდეოს ნახვის რაოდენობა

სოციალური გაზიარება
• იმ თვითების რაოდენობა, რომლებიც თქვენ ბლოგ-პოსტს რეკომენდაციას უწევენ
• იმ მკითხველთა რაოდენობა, რომლებიც თქვენს ელექტრონულ წერილს გადააგზავნიან

პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა
• ელექტრონული წერილების დაგზავნა (თანხმობის მიცემით) ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვაზე
• პროცენტული რაოდენობა ჩამოტვირთვიდან პოტენციურ მომხმარებლამდე

გაყიდვების რაოდენობის გაზომვა
• დემო ვიდეოს შედეგად მიღებული შემოსავალი
• მომხმარებელთა მიერ განმეორებითი შენაძენების პროცენტული რაოდენობა

თქვენი დასახული მიზნების მიუხედავად, დარწმუნდით, რომ ისინი კონკრეტული, გაზომვადი და დროში შეზღუდულია. მე გირჩევდით, რომ არ იფიქროთ წინასწარ და ნაცვლად ამისა დაისახოთ ერთ თვეზე ან კვარტალზე გათვლილი მიზნები. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ რა არის საჭირო ამჟამად და საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეიტანოთ ცვლილებები.

იცოდეთ როგორ შეაფასოთ ისინი

როდესაც გააცნობიერებთ თუ რა უნდა შეაფასოთ, დარწმუნდით, რომ ადგილზე გაქვთ ყველა საჭირო სისტემა და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზუსტად ადევნოთ მათ თვალყური.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
• მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სისტემა პოტენციური მომხმარებლების მონიტორინგის მიზნით (მაგ., Hubspot).
• გაყიდვების პლატფორმა გაყიდვების მონიტორინგისთვის (მაგ., Salesforce)
• ელექტრონული ფოსტის მომსახურების მომწოდებელი გამომწერებისა და ელ. ფოსტის სტატისტიკური მონაცემების მონიტორინგისთვის (მაგ. Mailchimp)
• ჩამონტაჟებული სოციალური ქსელების ანალიტიკური პროგრამა (მაგ.: Instagram-ის განყოფილება „Insights“ (ანალიტიკური ინფორმაცია) ბიზნეს ანგარიშებისთვის
• სოციალური ქსელების დაგეგმვის პლატფორმები (მაგ.:Buffer, Hootsuite)
• ვებ-გვერდების ანალიტიკური პლატფორმა (მაგ.: Google Analytics)
• მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური ქსელების ანალიტიკური პროგრამები

დარწმუნდით, რომ ყველაფერი ადგილზე გაქვთ, რომ შეძლოთ თქვენ კონტენტს თვალყური ადევნოთ. მაგალითად, ამისათვის შეიძლება დაგჭირდეთ თქვენს ვებ-გვერდზე Google Analytics ან Facebook Pixel-ის დამატება. Google Analytics-ის მეშვეობით შეგიძლიათ მიზნები დასახოთ თქვენს ვებ-გვერდზე გარკვეული მოქმედებების მონიტორინგის მიზნით, როგორიცაა მაგალითად ვიდეოს ნახვის რაოდენობა ან ელექტრონული ფოსტის გამომწერების რაოდენობა. თქვენი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია რომ წარმატებული იყოს, აუცილებელია გამონახოთ დრო იმისათვის, რომ განსაზღვროთ მიზანი კონტენტის და ამოცანების შესადგენად, და ასევე თუ როგორ აპირებთ მათ შეფასებას. ხვალ ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ თქვენს აუდიტორიას და რა ესაჭიროება მათ.

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია