Jun05
0

განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია

კონტენტ მარკეტინგი Share this post

თქვენი სტრატეგიის შემუშავების მომდევნო ნაბიჯია განსაზღვროთ ვის გინდათ ესაუბროთ და რა არის მათი მოთხოვნები და საჭიროებები. მოგვიანებით ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით კონტენტის ტიპებს და კომუნიკაციის არხებს თქვენს აუდიტორიასთან უართიერთობის მიზნით, მაგრამ თავდაპირველად თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ ვინ არის თქვენი აუდიტორია და რა აძლევს მათ მოტივაციას. ამ დროისთვის ეს მაქსიმალურად უნდა გქონდეთ დაზუსტებული. გთავაზობთ ორ ნაბიჯს: თქვენი აუდიტორიის იდენტიფიცირებას და შემდეგ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გაგებას.

თქვენი აუდიტორიის იდენტიფიცირება
თქვენი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად და მე-3 გაკვეთილში დასახული მიზნების მისაღწევად, თქვენ ყველაფერი უნდა იცოდეთ აუდიტორიის შესახებ, როგორიცაა მაგალითად:
• როგორია მათი დემოგრაფიული ინფორმაცია (ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა და სხვ.)?
• სად ატარებენ ისინი დროს ონლაინ (სად და როგორ ურჩევნიათ კონტენტის გამოყენება)?
• რა არხებს იყენებენ ისინი კომუნიკაციისთვის (ეს არის Twitter crowd თუ Instagram)?
• ვის უსმენენ (ვინ არიან მათი ინფლუენსერები)?
• რა არის მათი პრობლემური საკითხები?

უფრო ზუსტად რომ განსზაღვროთ ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია, და აქედან გამომდინარე რა სურთ მათ და როგორ ესაუბროთ მათ, განვიხილოთ აუდიტორიის პერსონები. შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს არის თქვენი იდეალური აუდიტორიის შედგენილი ესკიზი, რომელიც დაგეხმარებათ მიაწოდოთ მათ ის კონტენტი, რომელიც მათ ყველაზე მეტად შეესაბამებათ და სჭირდებათ. პერსონების თუნდაც ყველაზე მარტივი ფორმის დოკუმენტირება დაგეხმარებათ არა მარტო თქვენი იდეების ჩამოყალიბებაში, არამედ ის ერთადერთ სწორ ვარიანტს წარმოადგენს იმ სხვა პირებისთვის, რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის შეიმუშავებენ კონტენტს. დემოგრაფიული მონაცემების გარდა სასურველია ვიცოდეთ, მაგალითად მათი თანამდებობა, სად მუშაობენ და როგორია მათი ტიპიური დღე. გაიგეთ რა მუსიკას უსმენენ, თავისუფალ დროს რისი კეთება უყვართ, რა საკითხების გადაწყვეტაში შეგიძლიათ დაეხმაროთ. ვის ენდობიან ისინი? ასევე დაიმახსოვრეთ, თქვენი აუდიტორიის გაცნობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს იმის ცოდნა თუ ვინ არ არის თქვენი აუდიტორია, იმისათვის, რომ თქვენ სწორი მიმართულებით მოახდინოთ ფოკუსირება და ყურადღება არ გაამახვილოთ თქვენთვის შეუსაბამო აუდიტორიაზე. საბოლოო შედეგი იქნება უფრო ჩართული აუდიტორია და უფრო ფასეული კონტენტი. ყველა ეს მოსაზრება დაგეხმარებათ თქვენი იდეალური აუდიტორიის სურათის შექმნაში და მათი მოტივაციის დადგენაში.

მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გაგება
სამწუხაროა, რომ ინტერნეტი სავსეა ისეთი კონტენტით, რომელიც საერთოდ არც კი უნდა არსებობს. ან ის უკვე სადღაც არსებობს და უბრალოდ განმეორებულია, ან არ ქმნის რაიმე რეალურ ფასეულობას. იმისათვის, რომ თქვენი კონტენტი ამ სიაში არ მოხვდეს, შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც გამოირჩევა, უნიკალურია, განსხვავებულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენს ზემოაღნიშნულ აუდიტორიას სთავაზობს რეალურ სარგებელს. რაც უფრო ზუსტად განსაზღვრავთ თქვენს აუდიტორიას და ფოკუსირებას მოახდენთ მასზე და მის საჭიროებებზე, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ, რომ გიპოვონ და ძალაუფლება მოიპოვოთ. ამისათვის საჭიროა იცოდეთ თუ სად მოგზაურობენ თქვენი მომხმარებლები და სად იმყოფებიან თქვენი შესყიდვების ციკლში. ისინი მხოლოდ წინასწარ ეძებენ თუ თქვენზე და კიდევ ერთზე შეაჩერეს არჩევანი? მომხმარებლის მოგზაურობის რუქა შესანიშნავი საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობა იქონიოთ მიზნობრივ აუდიტორიასთან სხვადასხვა ეტაპზე, თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი „გაყიდვების ძაბრში“ და როგორია მათი საჭიროებები ყოველ ეტაპზე. აქ შეგიძლიათ გადმოწეროთ უფასო მომხმარებლის მოგზაურობის რუქის ნიმუში. ყოველი თქვენს მიერ შექმნილი პერსონასთვის მომხმარებლის მოგზაურობის რუქის შექმნა კარგი იდეაა, მაგრამ პერსონათა რაოდენობა საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება იმ გამორჩეული აუდიტორიის რაოდენობაზე, რომლებიც თქვენ სამიზნეს წარმოადგენს კონტენტ მარკეტინგის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი შესაძლოა გყავდეთ, მათი მოტივები და მიზეზები თქვენი კონტენტით დაინტერესებაზე შესაძლოა იგივე იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შექმნათ ყოველ მათგანზე ცალკეული პერსონა.
რადგან ჩვენ უკვე გავარკვიეთ რა არის თქვენი მიზნები, ვინ არის თქვენი აუდიტორია და რა სურთ მათ, ხვალ განვიხილოთ კონტენტის სხვადასხვა ტიპი და ყოველი მათგანის მიმართ გამოყენებადი კომუნიკაციის არხები.

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

}
უფასო კონსულტაცია