Jul28
0

გამოთვალეთ – მოამზადეთ ფინანსური შეფასება

შექმენი შენი სტარტაპი Share this post

ამ დროისთვის თქვენ უკვე შემუშავებული უნდა გქონდეთ თქვენი სტარტაპის ბიზნეს მოდელი და უნდა გქონდეთ იდეა იმის შესახებ, თუ რას გაყიდით და ვის მიყიდით. შემდეგი ნაბიჯია გავიგოთ თუ რა ხარჯები აქვს თქვენს სტარტაპს.
1. გამოთვალეთ თქვენი ფიქსირებული ხარჯები და შეაფასეთ თუ როგორ შეიძლება ისინი შეიცვალონ დროთა განმავლობაში.
გამოთვალეთ თუ რა ყოველთვიური ხარჯი გექნებათ თქვენი გაყიდვების მოცულობისგან დამოუკიდებლად (მაგალითად, იჯარის გადასახადი, რეკლამა, დაზღვევა და ოფისის მომარაგება). ეკონომიური სტარტაპის კონცეპცია გვთავაზობს ფიქსირებული ხარჯების თავიდან აცილებას სტარტაპის ადრეულ ეტაპზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უარყოფითი ლიკვიდურობის მოძრაობა გაქვთ. ყოველთვის ეკონომიური იყავით ხარჯებთან დაკავშირებით.
თუ არ არის საჭირო, ნუ დახარჯავთ ფულს.
2. გამოთვალეთ თქვენი ცვალებადი ხარჯები და მოამზადეთ თქვენი ბიუჯეტის პროექტი.
ცვალებადი ხარჯები ის ხარჯებია, რომლებიც იცვლება თქვენი პროდუქციისა თუ გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე; ისინი იზრდება როდესაც პროდუქციის მოცულობა იზრდება და იკლებს როდესაც პროდუქციის მოცულობა იკლებს. ცვალებადი ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ძირითადი მასალების ხარჯებს, შრომის ანაზღაურების პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია პროდუქტთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანის შესასრულებლად, და ასევე მესამე მხარის ხარჯებს (მაგალითად, რაც უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი გყავთ, მით უფრო მაღალია ფასი, რომელსაც მარკეტინგის ავტომაზაციის ინსტრუმენტებისთვის იყენებთ, და რაც უფრო მეტ პროდუქტს გაყიდით, მით უფრო მეტს გადაიხდით პროდუქციის მიწოდებისთვის). მომხმარებელთა მოზიდვა და მომსახურების ხარჯები სავარაუდოდ ყველაზე დიდ ცვალებად ხარჯებს წარმოადგენენ ამ მომენტისთვის. გამოთვალეთ თუ რამდენი უნდა დახარჯოთ, რომ ახალი მომხმარებელი მიიზიდოთ და ასევე თუ რამდენი დაგჭირდებათ, რომ ამ მომხმარებელს მომსახურება გაუწიოთ.
3. გამოთვალეთ თქვენი ფინანსური რესურსების გამოყენების სიჩქარე, ნულოვანი მოგების წერტილი და მათ მისაღწევად დარჩენილი დრო
ფინანსური რესურსების გამოყენების სიჩქარე გიჩვენებთ თუ რა თანხას კარგავთ ყოველთვიურად და დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რამდენი დრო დაგრჩათ სანამ თქვენი კაპიტალი ბოლომდე ამოიწურება და თქვენი საწარმო დაიხურება. ფინანსური რესურსების გამოყენების სიჩქარე განსაზღვრავს იმ დროის ფარგლებს, რომლებიც ნულოვანი მოგების წერტილის მისაღწევად და მოგების მიღების დასაწყებადაა საჭირო. თუ აღმოაჩენთ, რომ საკმარისი დრო არ გაქვთ რომელიმე გარკვეული შედეგის მისაღწევად, უმჯობესია ჯერ არც კი დაიწყოთ ან მკვეთრად შეამციროთ ხარჯები.
4. გამოთვალეთ საჭირო ინვესტიციები და თუ ზუსტად როგორ იქნება გამოყენებული ეს ინვესტიციები
მოამზადეთ გეგმა თუ რა რაოდენობის ფულადი სახსრებია საჭირო და თუ როგორ გამოიყენოთ ისინი. მზად იყავით იმისათვის, რომ უპირატესობები ინვესტორებს უჩვენოთ, თუკი თქვენ გარე დაფინანსების მოზიდვას გეგმავთ. ჩვეულებრივ, ინვესტორები არა მხოლოდ პირდაპირ მოგებას მოელიან, არამედ შემცირებული ფინანსური რესურსების გამოყენების სიჩქარეს, მომხმარებელთა ზრდად ბაზას და კონკურენტული უპირატესობის მიღწევას. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
• რა რაოდენობის ინვესტიცია გჭირდებათ და რა მიზნით გამოიყენებთ მათ?
• როდის გჭირდებათ აღნიშნული ინვესტიციები? შესაძლოა ისინი არ იყოს ყველა ერთდროულად საჭირო, მაგრამ მხოლოდ გარკვეული საკვანძო ორიენტირების მიღწევის შემდეგ. მაგალითად, თქვენ დაგჭირდებათ აქტუალური მარკეტინგული ბიუჯეტის გამოყოფა, მხოლოდ მაშინ, როდესაც მიაღწევთ პროდუქტის ბაზრისთვის შესაბამისობას, რომელზეც #5 გაკვეთილზე ვისაუბრეთ.
• როგორია მოსალოდნელი ანაზღაურებადობის პერიოდი? როგორია დაგეგმილი მოგება საინვესტიციო კაპიტალიდან? თქვენ ზუსტი პასუხები უნდა გქონდეთ თუ როდის დაიწყებს თქვენი სტარტაპი მოგების მოტანას.
• რა მოხდება თუ ვერ მიიღებთ ინვესტიციას? როგორია თქვენი B გეგმა?
როდესაც თქვენს ფიქსირებულ და ცვალებად ხარჯებს ჩამოწერთ, შეგიძლიათ მოამზადოთ თვიური და წლიური ბიუჯეტი. გახსოვდეთ, რომ თქვენ მხოლოდ ბიუჯეტის გეგმას ადგენთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ თქვენს შესაძლო ფინანსურ მდგომარეობაზე ახლო მომავალში. არ დახარჯოთ თქვენი ძვირფასი დროის დიდი ნაწილი დეტალური და ზუსტი ფინანსური დოკუმენტების მომზადებაზე.
აღნიშნულ კურსს ბოლომდე დაესწარით და მიიღებთ ბმულს როგორც თქვენი ფინანსური შეფასებისთვის Excel-ის ფორმატის ცხრილის ჩამოსატვირთად, ასევე სხვა დაკავშირებულ მოდელებსა და წარმატებული რეკლამის შაბლონების სიებზე იმისათვის, რომ შეასრულოთ თქვენი გეგმა და დაზოგოთ დრო.

მთავარი დასკვნა
სტარტაპები გადარჩენის ინსტინქტით უნდა მოქმედებდნენ: შექმნან პროდუქტი, მოიზიდონ გადახდისუნარიანი მომხმარებლები, გაუმკლავდნენ კონკურენციას, ეკონომიურად გადაანაწილონ ხარჯები, და ახსოვდეთ, რომ მომავალი დაფინანსება შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები, ფინანსური რესურსების გამოყენების სიჩქარე, ნულოვანი მოგების წერტილი და თუ რამდენი დრო დაგჭირდებათ მათ მისაღწევად. ზუსტი გეგმა იქონიეთ იმის შესახებ, თუ რამდენი ინვესტიციაა საჭირო, რა მიზნისთვის და როდის.
შემდეგ გაკვეთილზე განვიხილავთ, თუ როგორ დაგეგმოთ თქვენი სტარტაპის შექმნის მთელი პროცესი და რა ძირითადი მომენტები უნდა გაითვალისწინოთ.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია