Sep18
0

ბიტკოინი: წარმოშობის უნიკალური ისტორია

ბიტკოინი Share this post

თქვენ გაეცნობით ბიტკოინის საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს, თუ რა არის ის, როგორ შევიძინოთ და სავარაუდოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კითხვა თუ ზოგადად რატომ აქვს მას ჩვენი კულტურისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელობა.
დღეს ბიტკოინის ისტორიის მოკლე ექსკურსს და ისტორიას გთავაზობთ და თუ როგორ დაიწყო ყველაფერი, რასაც რეალურად უმრავლესობა სათანადოდ ვერ აფასებს. ბიტკოინის წარმოშობის ისტორია უნიკალური და აუცილებელი მოთხოვნაა მისი შესწავლისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენ შეძლოთ ფილოსოფიური თვალსაზრისით გაიგოთ თუ როგორ ვითარდება, ფართოვდება ის და იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას.

ვინ შექმნა ბიტკოინი?
რეალურად არავინ იცის.
თუმცა ეს სრული სიმართლე არაა, რადგან ვიღაცამ უნდა იცოდეს, და თუ ეს ასეა (და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან), მაშინ ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული საიდუმლოა.
საქმე იმაშია, რომ რეალურად არავინ იცის თუ ვინ შექმნა თავდაპირველად ბიტკოინი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სახელი: „სატოში ნაკამოტო“. აღნიშნულმა პირმა (ან პირთა ერთობლიობამ) (თანა) ავტორობა გაუწია თეთრ წიგნს, რომლის სახელწოდებაა: „Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System“ (ბიტკოინი: ერთრანგიანი ელექტრონული ფულის სისტემა) 2008 წლის 31 ოქტომბერს, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც 2008 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირდა მაღალი დონის დომენი „bitcoin.org“.
აღნიშნულმა თეთრმა წიგნმა კარგად ცნობილი ბედის ბორბალი დაატრიალა, რადგან გამოქვეყნდა კრიპტოგრაფიის დასაგზავნ (სამისამართო) სიაში და რამდენიმე ადამიანს გაეგზავნა წაკითხვის, დაფიქრებისა და კომენტირებისთვის.
რას ნიშნავდა ეს? რა შეეძლო ამ ახალ ტექნოლოგიას გაეკეთებინა?
2009 წლის 3 იანვარს ბიტკოინის ქსელი პირველი ღია კოდის მქონე აპლიკაციით (ე.ი. კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა) და ასევე პირველი 50 ბიტკოინის გამოშვებით ამოქმედდა. 2011 წლის აპრილამდე ფსევდონიმი საზოგადოებაში ხილვადი და საჯარო იყო, ხოლო შემდეგ ტექნოლოგიის განვითარება მან თავიანთი საქმით გატაცებულ მოხალისეების მზარდ ჯგუფს დაუტოვა.

მაგრამ ის საიდანღაც უნდა იყოს წარმოშობილი, არა?
დიახ, ბიტკოინს აქვს თავისი პრეისტორიის მსგავსი, ვინაიდან მისი შექმნის დროს გამოყენებულ იქნა უამრავი ტექნოლოგია და ციფრული პროტოკოლი, და შესაბამისად აღნიშნული გამოგონების უკან გარკვეული პიროვნებები და შემქმნელები დგანან.
კერძოდ, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტექნოლოგიური გამოგონება, რომელსაც „სატოში ნაკამოტო“ თავის თეთრ წიგნში იყენებს, ახსენებს და ითვალისწინებს:
1. ციფრული ფულის ტექნოლოგია და პროტოკოლი, რომელსაც დავიდ ჩაუმი და სტეფან ბრენდისი ecash-ს უწოდებს.
2. „მუშაობის დამადასტურებელი“ სისტემა, რომელსაც ადამ ბექი hashcash-ს უწოდებს, რომელიც სპამს მონიტორინგსა და კონტროლს უწევს. ის საბოლოო ჯამში ჰალ ფინის მიერაა შემუშავებული, რომელმაც მრავალჯერადი გამოყენების მუშაობის დამადასტურებელი პროტოკოლი შექმნა.
3. განაწილებული დეფიციტის სისტემა, რომელიც უეი დაის მიერ შემუშავდა როგორც „b-money“.
4. ტექნოლოგია, რომელსაც ნიკ სზაბომ „bitgold“ უწოდა და რომელმაც ბაზრის ინფლაციის კონტროლის მექანიზმი შემოგვთავაზა.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ ყველა ეს პიროვნება უარს აცხადებს, რომ ის სატოში ნაკამოტო იყოს ან იმ კოლექტივს ეკუთვნოდეს, რომელიც მიჩნეულია როგორც „სატოში ნაკამოტო“.

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?
აქ ძირითადი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ავტორი (-ები) უცნობია და თუმცა ზოგჯერ თქვენ შეიძლება გაიგონოთ, რომ ვიღაც უეცრად თავის უფლებებს აცხადებს სატოში ნაკამოტოს ვინაობაზე, ზოგადად და ტრადიციულად მიღებულია, რომ შესაძლებელია ჩვენ ვერასდროს გავიგოთ პირველი შემქმნელის ვინაობა.
და ეს კარგია.
როგორც ხედავთ, უამრავი მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს, მაგრამ დასაწყისისთვის შემდეგ ორს გთავაზობთ: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ არავინ იცის (და ვერასდროს გაიგებს) თუ ვინ არიან ისინი, რადგან სწორედ ის ხდის ბიტკოინს ასე საინტერესოს, რომ ამავდროულად ის ღია წყაროა (ისეთ ადამიანებს, როგორებიცაა თქვენ და მე, შეუძლიათ ჩამოტვირთონ, გამოიყენონ და სარგებელი მიიღონ პირველადი პროგრამული უზრუნველყოფისგან მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს), და მეორე რიგში, ის „დეცენტრალიზებულია“, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი პიროვნება ან დაწესებულება ან ორგანიზაცია არ „ფლობს“ ან აკონტროლებს ბიტკოინის ეფექტურობასა და ღირებულებას.
ბიტკოინი, საბაზისო ტექნოლოგიები და პროტოკოლები შეიქმნა და დაპროექტდა იმისათვის, რომ თავისუფლად ყოფილიყო მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი, იმ მიზნით, რომ ჩვენ ახალი აზროვნების, სხვების მოზიდვისა და სხვებთან საქმის წარმოების დაწყების საშუალება მოგვცემოდა. სხვადასხვა მნიშვნელობით, თქვენ ისეთივე პრეტენზია (და უფლება) შეიძლება გქონდეთ, რომ თქვენ ხართ სატოში ნაკამოტო, როგორც ნებისმიერ სხვას.
ხვალ ჩვენ პირდაპირ შევუდგებით და დეტალურად შევისწავლით თუ კონკრეტულად რა არის ბიტკოინი და იმ პრინციპებსა და მახასიათებლებს განვიხილავთ, რომლებიც ამ ახალ საინტერესო ტექნოლოგიას მართავენ.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია