Oct03
0

ბიტკოინის მაინინგი (და ბლოკჩეინი)

ბიტკოინი Share this post

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე გაკვეთილზე ბიტკოინის საფუძვლების შესახებ! მოხარული ვარ, რომ თქვენ აქ ხართ და ისევ ჩემს კურს ესწრებით. ფაქტიურად, როგორც თქვენ უკვე იცით, სხვაობა იმდენად დიდია, რომ ნამდვილად რთულად დასაჯერებელია.
გუშინ ჩვენ დეტალურად და საფუძვლიანად განვიხილეთ ბიტკოინის ძირითადი მახასიათებლები და თუ რა ხდის მას ძალიან, ძალიან განსხვავებულს სხვა ვალუტის ერთეულებისგან. როდესაც თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ გააგზავნოთ ბიტკოინი, რომელიც საკუთარი წარმოების მოკლესიხშირიანი რადიომიმღების მეშვეობითაა დაშიფრული (დიახ, ბევრს გაუკეთებია ეს!), ეს ნებისმიერს გააოცებს და საგონებელში ჩააგდებს.
და თქვენ არ ხართ ერთადერთი. ამიტომ, იმედს ნუ დაკარგავთ თუ თავიდან თქვენ კარგად „ვერ იგებთ“ ან ფიქრობთ, რომ ბიტკოინისა და ბიტკოინის ტექნოლოგიის ცნების გასაგებად დრო დაგჭირდებათ – თქვენ გაქვთ დრო და მე სწორედ ამისთვის ვარ აქ.
მაგრამ მოდით უფრო წინ წავიდეთ და მოკლედ განვიხილოთ ბიტკოინის მაინინგი, რადგან ბიტკოინის უკეთ გაგებაში მას დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორ მუშაობს მაინინგი (და ბლოკჩეინი)
ბიტკოინი – განაწილებული, ერთრანგიანი სისტემაა და წარმოიქმნება იმ პროცესის მეშვეობით, რომელსაც „მაინინგს“ უწოდებენ. ნებისმიერ მონაწილეს, რომელიც ბიტკოინის მაინინგითაა დაკავებული, „მაინერს“ უწოდებენ. მეორე ტერმინი, რომელსაც ტრადიციუალ იყენებენ, არის „maintaining“ (უზრუნველყოფა) და მას ვინს ბიტკოინის ქსელი იღებს მონაწილებას, ხშირად „maintainers“ (თანმხლებს) უწოდებენ.
მაინინგის გაგება არა არის რთული, რადგან თავისი არსით, ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის არის პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერები მათემატიკურ გამოთვლებს აწარმოებენ. მაინინგის პროცესში ორი მნიშვნელოვანი პრინციპის აღნიშვნაა აუცილებელი: პირველი ის, რომ მათემატიკური ამოცანის ამოხსნა რთულია, და მეორე, რომ მაინერები (ან maintainers) ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ ერთმანეთს მათემატიკური ამოცანის ამოსხნა დაასწრონ.
ფაქტიურად ეს არის მაინინგის მონაწილეებს შორის რბოლა, რომელიც გვიჩვენებს არა მხოლოდ იმას, თუ ვის შეუძლია ყველაზე სწრაფად დაამუშავოს ბიტკოინის ტრანზაქციები, არამედ ამავდროულად იპოვოს ამ რთული მათემატიკური ამოცანების გადაჭრის გზა. რბოლის გამარჯვებული არა მხოლოდ ემსახურება ბიტკოინის მსხვილ ქსელს ტრანზაქციების დადასტურებით ქსელის მონაწილეებს შორის, არამედ ასევე ჯილდოვდება ბიტკოინით აღნიშნული ამოცანების გადაჭრაში დახარჯული დროის, ძალისხმევისა და ინვესტიციებისთვის.
და ბოლოს, ბიტკოინთან მჭიდროდ დაკავშირებული ტექნოლოგიაა „ბლოკჩეინი“ და ეს ტექნოლოგია და პროტოკოლი შეიძლება სრულიად განსხვავებულ კურსს მოიცავდეს. მაგრამ რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ არის ის, რომ ბლოკჩეინი არის განაწილებული რეგისტრი, ყველა იმ ბიტკოინის ტრანზაქციის ჩანაწერი, რომელიც ოდესმე შესრულებულა ქსელში, და ეს ჩანაწერები დასტურდება მაინინგის მეშვეობით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბლოკჩეინის შესახებ არის ის, რომ უზრუნველყოფს ბიტკოინის უამრავ მახასიათებელს, როგორიცაა მაგალითად მისი გაყალბებისგან და ფალსიფიცირებისგან დაცულობა.

რატომ არის ის ასე პოპულარული
თქვენ უკვე შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რატომ არის მაინინგი ასე მიმზიდველი საზოგადოებისთვის (და ორგანიზაციებისთვის), ვინაიდან მათი მუშაობისთვის ბიტკოინის გამომუშავების რეალური შესაძლებლობა არსებობს. ძირითად პროგრამულ ალგორითმსა და პროტოკოლზე დაფუძნებით, ბიტკოინის ჯილდო მაინერებზე გაიცემა დაახლოებით ყოველ ათ წუთში, რაც არეგულირებს ბიტკოინის მიწოდებასა და გამოშვებას და ანახევრებს ყოველ ოთხ წელიწადში გამოშვებული ბიტკოინის კურსს.
შესაბამისად, არსებობს ბიტკოინების საბოლოო რაოდენობა, რომელიც ოდესღაც გამოიშვება, და ეს არის 21 მილიონი, რაც დაახლოებით 2140 წლისთვის მოხდება. სწორედ ამიტომ, თქვენ შეგეძლოთ გაგეგონათ, რომ ბიტკონი „დეფლაციური ფინანსური ინსტრუმენტია“, ყველა სხვა ვალუტისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ინფლაციურია.
მაგრამ ბიტკოინის მაინინგის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ მისი მაინინგი მანამ შეგიძლიათ, სანამ კომპიუტერი გაქვთ (ნებისმიერი ზომისა და ფორმის), რომელიც ბიტკოინის პროტოკოლის პროგრამულ უზრუნველყოფას (ან „ტექნოლოგიების სრულ კომპლექტს“) აწარმოებს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. თქვენი მონაწილეობა არ არის ბიტკოინის გაგზავნითა და მიღებით შეზღუდული, თქვენ ასევე მისი შექმნა შეგიძლიათ.
სწორედ ამიტომ რეალურად შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავის ბანკი, იმ ვალუტის გამოცემით, რომელსაც რეალური ღირებულება და სარგებლობა აქვს, რაიმე ნებართვის გარეშე და თქვენს გარდა რაიმე ცენტრალური მაკონტროლირებელი ორგანოს გარეშე. რამდენჯერ შეიძლება მოცემულ გაკვეთილებზე წარმოვთქვათ სიტყვა „რევოლუციური“?!
ხვალ განვიხილოთ თუ როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ თქვენი პირველი ბიტკოინი და საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს ახალი რევოლუციური ციფრული ვალუტა.

About the Author

}
უფასო კონსულტაცია